მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სი ძინპინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერად მესამე ვადით დაინიშნა

© photo: Sputnik / Alexsey Druzhinin / გადასვლა მედიაბანკში სი ძინპინი
 სი ძინპინი  - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2022
გამოწერა
შაბათს პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის XX ყრილობა დასრულდა, რომელიც ტრადიციულად ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება
თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. ჩინეთის კომუნისტური პარტიის XX მოწვევის ცენტრალურმა კომიტეტმა სი ძინპინი პარტიის გენერალურ მდივნად მესამე ვადით აირჩია, იუწყება სააგენტო Xinhua News Agency.
პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის XX ყრილობა დასრულდა, რომელიც ტრადიციულად ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება და სადაც აირჩიეს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის და ცენტრალური კომისიის ახალი შემადგენლობა, რომელიც დისციპლინის შემოწმებაზეა პასუხისმგებელი.
სი ძინპინი ასევე პარტიის ცენტრალური კომიტეტის სამხედრო საბჭოს თანამდებობაზე მესამე ვადით აირჩიეს. პარტიის პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის ახალ შემადგენლობაში შვიდი ადამიანი შევიდა.
გადაწყვეტილება ჩინეთის კომპარტიის XX მოწვევის ცენტრალური კომიტეტის პირველი პლენუმის შედეგების მიხედვით მიიღეს. პლენუმზე აირჩიეს პოლიტბიუროსა და პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის ახალი შემადგენლობა, რომელშიც შევიდნენ პარტიის ყველაზე გავლენიანი წარმომადგენლები, რომლებიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მიიღებენ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს პარტიისა და ქვეყნის განვითარების შემდგომი მიმართულებების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0