„ნარინჯისფერი რთველი“: აჭარაში ციტრუსის მოსავლის დასაბინავებლად სპეციალური შტაბი ამოქმედდა

© photo: Sputnik / Igor Vinogradov / გადასვლა მედიაბანკშიმანდარინის ხე
მანდარინის ხე - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2022
გამოწერა
საქართველოდან მანდარინი ძირითადად რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში გადის.
თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში ე.წ. ნარინჯისფერი რთვლისთვის ემზადებიან, სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით აჭარაში უკვე შეიქმნა ოპერატიული საკოორდინაციო საბჭო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის მიზანი ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების უზრუნველყოფაა.
შტაბი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან გიორგი ხანიშვილთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაზა შავაძესთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ექსპორტიორები, საწარმოების წარმომადგენლები და ფერმერები დაესწრნენ.
შტაბი თებერვლამდე იფუნქციონირებს. იმუშავებს „ცხელი ხაზიც“, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება. გარდა არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციისა, შტაბი უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სტანდარტული მანდარინის რეალიზაციის პროცესის მიმდინარეობაში.
წელს რეგიონში 45 ათასამდე ტონა მანდარინის მოსავალს ელოდებიან, რომლის ნაწილიც ექსპორტზე გავა.
საქართველოდან მანდარინი ძირითადად რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში გადის.
წყარო - ტელეკომპანია „იმედი“.
ყველა ახალი ამბავი
0