https://sputnik-georgia.com/20221022/saqartvelos-skolebsi-proeqti-cveni-jari-dabrunda-271566147.html
საქართველოს სკოლებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ დაბრუნდა
საქართველოს სკოლებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ დაბრუნდა
Sputnik საქართველო
სამხედრო მოსამსახურეები დედაქალაქისა და ქვეყნის ყველა რეგიონის სკოლებს რეგულარულად ეწვევიან და ახალგაზრდებს ქართული ჯარის შესახებ სიახლეებს გააცნობენ. 22.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-22T15:56+0400
2022-10-22T15:56+0400
2022-10-22T15:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250765097_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_50ba0f6c7fc830df54f982308e34491e.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად სკოლებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ განაახლა.პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებს ითვალისწინებს, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად.პროექტი პანდემიის გამო ორი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო და 2022-2023 სასწავლო წელს განახლდა. სამხედრო მოსამსახურეები პირველად აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 53-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ.მათ მაღალი კლასების მოსწავლეებს თემატური ვიდეო და ფოტოპრეზენტაცია წარუდგინეს და საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის, მიზნების, ამოცანების, ეროვნული გმირების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, სამსახურისა და განათლების შესაძლებლობების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ გაესაუბრნენ.თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში დედაქალაქისა და ქვეყნის ყველა რეგიონის სკოლებს რეგულარულად ეწვევიან და ახალგაზრდებს ქართული ჯარის შესახებ სიახლეებს გააცნობენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250765097_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_f36a7e6895dca83ec14d332f41fe2446.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში
საქართველოს სკოლებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ დაბრუნდა
სამხედრო მოსამსახურეები დედაქალაქისა და ქვეყნის ყველა რეგიონის სკოლებს რეგულარულად ეწვევიან და ახალგაზრდებს ქართული ჯარის შესახებ სიახლეებს გააცნობენ.
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად სკოლებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ განაახლა.
პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებს ითვალისწინებს, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად.
პროექტი პანდემიის გამო ორი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო და 2022-2023 სასწავლო წელს განახლდა. სამხედრო მოსამსახურეები პირველად აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 53-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
მათ მაღალი კლასების მოსწავლეებს თემატური ვიდეო და ფოტოპრეზენტაცია წარუდგინეს და საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის, მიზნების, ამოცანების, ეროვნული გმირების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, სამსახურისა და განათლების შესაძლებლობების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ გაესაუბრნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში დედაქალაქისა და ქვეყნის ყველა რეგიონის სკოლებს რეგულარულად ეწვევიან და ახალგაზრდებს ქართული ჯარის შესახებ სიახლეებს გააცნობენ.