საქართველოს მთავრობა თავდაცვის ახალ კოდექსზე მუშაობს

© Ministry of Defence of Georgia საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა 2021 წლის 26 მაისს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა 2021 წლის 26 მაისს.  - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2022
გამოწერა
ახალი თავდაცვის კოდექსის პროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წლის ბოლომდე წარედგინება.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ახალი თავდაცვის კოდექსის პროექტზე მუშაობს, რომელიც სარეზერვო და წვევამდელთა სამსახურის სისტემის რეფორმირებას ითვალისწინებს, ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.
ახალ თავდაცვის კოდექსის პროექტში, სხვა პრიორიტეტებთან ერთად, გათვალისწინებულია წვევამდელთა და რეზერვის სისტემების მოდერნიზაცია და ჯარისკაცების სოციალური პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესება.
წვევამდელებისა და რეზერვის სისტემების მოდერნიზაციის შემდეგ დამკვიდრდება თავდაცვის უწყების მართვის ახალი მიდგომა. შეიქმნება წვევამდელთა სრულიად ახალი, მოქნილი სისტემა.
აღინიშნა, რომ ჯარისკაცებისთვის ღირსეული პირობების შექმნა და მათი სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფა მთავრობის პრიორიტეტია.
ახალი კოდექსი ჯარისკაცების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების კანონით დარეგულირებას გულისხმობს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იზრდება, რაც შესაძლებელი გახადა 2022 წელს მიღწეულმა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ. აღინიშნა, რომ ,,ჯარის ქალაქის” მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება, 1000-ზე მეტ ჯარისკაცს საცხოვრებელი ბინები გადაეცემა და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.
ახალი თავდაცვის კოდექსის პროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წლის ბოლომდე წარედგინება.
© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა 2021 წლის 26 მაისს. ჯარისკაცები ფიცს დებენ
Празднование Дня Независимости Грузии 26 мая 2021 года. Военные приносят присягу - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2022
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა 2021 წლის 26 მაისს. ჯარისკაცები ფიცს დებენ
დღეისათვის საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა – სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდებს იწვევენ. სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 12 თვეა.
ქვეყანაში სამხედრო გაწვევა წელიწადში ორჯერ ცხადდება – შემოდგომასა და გაზაფხულზე.
მოქმედი კანონმდებლობით, ჯარში სამსახურისგან თავისუფლდებიან: საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში აქვთ გავლილი; ნასამართლევი არიან სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის; ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად არიან ცნობილი; გავლილი აქვთ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური; არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე; პარლამენტის დეპუტატები; განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები.
ვადიანი სამხედრო სამსახურისგან შეიძლება გათავისუფლდეს ასევე ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.
სამსახურის გადავადება შესაძლებელია, თუ წვევამდელზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. არის სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, დარეგისტრირებულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ერთადერთი ვაჟია ოჯახში ან ჰყავს ორი და მეტი შვილი და სხვ. შეღავათებით სარგებლობენ ასევე მღვდელმსახურები, მასწავლებლები და სოფლის ექიმები.
ყველა ახალი ამბავი
0