https://sputnik-georgia.com/20221022/policiam-tbilissa-da-regionebsi-ukanono-cecxlsasroli-iararebi-da-sabrzolo-masala-amoiro-271566612.html
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
Sputnik საქართველო
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 22.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-22T17:00+0400
2022-10-22T17:00+0400
2022-10-22T17:00+0400
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
თბილისი დღეს
საქართველოს რეგიონები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24151/86/241518611_0:2:848:479_1920x0_80_0_0_76de8f1c7672728584535738b1e66aa6.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში ბოლო პერიოდში ცეცხლსასროლი იარაღისა და უკანონო შეძენა-შენახვისთვის და ტარებისთვის სამართალდამცველებმა 7 ადამიანი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.კერძოდ, სამართალდამცველებმა თბილისში წარსულში ნასამართლევი 34 წლის მამაკაცის ავტომობილის ჩხრეკისას პისტოლეტი, მჭიდი და 5 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.გარდა ამისა, კიდევ ერთი წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 37 წლის მამაკაცის ბინაში სამართალდამცველებმა ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, 90 ვაზნა და მჭიდები.სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი 50 წლის და 44 წლის მამაკაცების ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, 2 მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის სამმართველოს თანამშრომლებმა კი კიდევ ერთი წარსულში ნასამართლევი 59 წლის მამაკაცის პირადი ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 17 ვაზნა ამოიღეს.მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ თიანეთში 28 წლის მამაკაცი დააკაა. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 22 ვაზნა ამოიღეს.რაც შეეხება კიდევ ერთ 28 წლის მამაკაცს, რომელიც წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია და ამაჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება, კახეთის პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღო გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი 1 ვაზნით და მცირეკალიბრიანი შაშხანა - ე.წ. „გეკო".ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.დაკავებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24151/86/241518611_104:0:744:480_1920x0_80_0_0_02299c513c24cd1fbc6b0c674c83d275.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, თბილისი დღეს, საქართველოს რეგიონები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, თბილისი დღეს, საქართველოს რეგიონები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში ბოლო პერიოდში ცეცხლსასროლი იარაღისა და უკანონო შეძენა-შენახვისთვის და ტარებისთვის სამართალდამცველებმა 7 ადამიანი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
კერძოდ, სამართალდამცველებმა თბილისში წარსულში ნასამართლევი 34 წლის მამაკაცის ავტომობილის ჩხრეკისას პისტოლეტი, მჭიდი და 5 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გარდა ამისა, კიდევ ერთი წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 37 წლის მამაკაცის ბინაში სამართალდამცველებმა ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, 90 ვაზნა და მჭიდები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი 50 წლის და 44 წლის მამაკაცების ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, 2 მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის სამმართველოს თანამშრომლებმა კი კიდევ ერთი წარსულში ნასამართლევი 59 წლის მამაკაცის პირადი ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 17 ვაზნა ამოიღეს.
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ თიანეთში 28 წლის მამაკაცი დააკაა. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 22 ვაზნა ამოიღეს.
რაც შეეხება კიდევ ერთ 28 წლის მამაკაცს, რომელიც წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია და ამაჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება, კახეთის პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღო გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი 1 ვაზნით და მცირეკალიბრიანი შაშხანა - ე.წ. „გეკო".
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დაკავებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.