პარტიებმა სახალხო დამცველის პოსტზე 19 კანდიდატი წარადგინეს
© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
პარტიებს სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატების შესარჩევად ვადა 21 ოქტომბრამდე მიეცათ
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებს სახალხო დამცველის პოსტზე 19-ვე კანდიდატის განხილვა მოუწევთ, ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფებიდან კანდიდატების წარდგენა დასრულდა.
პარტიებს სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატების შესარჩევად და მინიმუმ შვიდი ადამიანის განსახილველად წარსადგენად ვადა 21 ოქტომბრამდე მიეცათ. მმართველ პარტიას წინასწარ ჰქონდა ნათქვამი, რომ სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებდა და ეს ოპოზიციურ ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს მიანდო.
თუ პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ მხოლოდ ერთი კანდიდატით შემოიფარგლა, ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - ორით, „რეფორმების ჯგუფი“ - ასევე ორით, ხოლო ფრაქცია „ლელო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - სამით, პოლიტიკურმა ჯგუფმა „მოქალაქეებმა“ წარადგინეს ყველა ის კანდიდატი, რომელმაც განაცხადი შეიტანა.
ახლა ადამიანის უფლებათა კომიტეტს მოუწევს ყველა კანდიდატის მოსმენა და პარლამენტის კენჭისყრაზე გატანა.
სახალხო დამცველი ის კანდიდატი გახდება, რომელიც მიიღებს ყველა სხვა კანდიდატზე მეტს, მინიმუმ 90 ხმას.
საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატები:
1.
ანა აბაშიძე - არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი2.
მარიკა არევაძე - საადვოკატო ბიურო „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორების“ ადვოკატი3.
გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე4.
ლელა გაფრინდაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი5.
სოფიო დემეტრაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი6.
თინათინ ერქვანია - GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი7.
ევგენია თავაძე - დროებით უმუშევარი8.
ალექსანდრე კობაიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარე9.
ლევან კოკორაშვილი - ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე10.
ნუგზარ კოხრეიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე11.
გიორგი მარიამიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, დირექტორი12.
სერგო მახარაძე - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი13.
მაკა მინდიაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხის ხმის“ დამფუძნებელი14.
ჯემალ ნათელაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი15.
ნიკოლოზ ნიკოლაძე - საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი16.
ქეთევან ჩაჩავა - არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი17.
გიორგი ცობეხია - საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი18.
იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამეტის წევრი19.
ნაზი ჯანეზაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი