ჩხენკელი: საქართველო მთელი მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერთა მოღვაწეობის ადგილი უნდა გახდეს

© courtesy of Mikheil Chkhenkeliგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2022
გამოწერა
განათლების მინისტრმა ისაუბრა ნაბიჯებზე, რომელსაც მისი უწყება მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისთვის ახორციელებს
თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. საქართველო ცნობილი მეცნიერების მოღვაწეობისთვის გამორჩეული ადგილი უნდა გახდეს, განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა STS ფორუმის (Science and Technology in Society Forum) ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების მე-19 ყოველწლიური მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე.
STS ფორუმი 2003 წელს ვაშინგტონში (აშშ) დაარსდა და მას შემდეგ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრთა მრგვალი მაგიდის შეხვედრა ყოველწლიურად იმართება. 2022 წლის ფორუმი იაპონიის ქალაქ კიოტოში გაიმართა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებმა, მეცნიერებმა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს.
მიხეილ ჩხენკელმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით დისტანციურად მიმართა და საზოგადოებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
© Government of Georgiaსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი
Министр образования, науки, культуры и спорта Грузии Михаил Чхенкели - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, თანამედროვე სამყაროში მეცნიერება ქმნის ამოუწურავ შესაძლებლობებსა და ახალ ცოდნას ადამიანების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, რაც გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.
სწორედ ამიტომ, მინისტრის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის მოდერნიზება და ინტერნაციონალიზაცია წარმოადგენს.
„ჩვენ ვისწრაფვით, რომ საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით, ცნობილი მეცნიერების მოღვაწეობისთვის გამორჩეული ადგილი გახდეს. ამ თვალსაზრისით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დაარსება გახლავთ ჭეშმარიტად წინგადადგმული ნაბიჯი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში წამყვანი მეცნიერები ჩაერთვებიან“, - განაცხადა მინისტრმა.
ჩხენკელის განცხადებით, ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას.
© Government of Georgiaქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
Кутаисский международный университет (КМУ) - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2022
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
„ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს სამეცნიერო-კვლევით პროცესში“, - აღნიშნა ჩხენკელმა.
მინისტრი მიიჩნევს, რომ ადრონული თერაპიის ცენტრის ფუნქციონირება, მედიცინისა და ბირთვული ფიზიკის დარგებში ქართველი და საერთაშორისო მკვლევრების თანამშრომლობით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიმსივნური დაავადებების განკურნების საქმეში და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.
ყველა ახალი ამბავი
0