Tbilisi Book Days 2022 დედაქალაქში ნოემბერში ჩატარდება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის წიგნის დღეები
თბილისის წიგნის დღეები - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2022
გამოწერა
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. დედაქალაქის უდიდესი წიგნის ბაზრობა „თბილისის წიგნის დღეები" (Tbilisi Book Days 2022) საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში 4-6 ნოემბერს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
გამოფენის მიზანია ყველა ასაკის ვიზიტორისთვის შექმნას გარემო, რომელიც ერთდროულად საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით იქნება დატვირთული.
წიგნის დღეების მიმდინარეობისას მკითხველი გაეცნობა ათობით ადგილობრივ და საერთაშორისო გამომცემლობებსა და წიგნების მაღაზიებს. მონაწილეთა შორის არიან „სულაკაურის გამომცემლობა“, English Book Education, „პალიტრა“, „სეზანი“, „დიოგენე“ და სხვ.
ფესტივალის კარი ღიაა 11:00-დან 19:00 საათამდე და მასზე დასწრება თავისუფალია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0