თავდაცვის ძალების შემადგენლობის რიცხოვნობა 37 ათასს არ გადააჭარბებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსამხედროები
სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2022
გამოწერა
დღეისათვის საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა – სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. პარლამენტში შევიდა მთავრობის განკარგულება „2023 წელს საქართველოს თავდაცვის ძალების რიცხოვნობის განსაზღვრის თაობაზე“.

დადგენილების თანახმად, თავდაცვის ძალების რიცხოვნობა 37 ათას ადამიანს არ გადააჭარბებს. შესაბამისად, ქართული ჯარის პირადი შემადგენლობის რაოდენობა უცვლელი რჩება.

ეს შეზღუდვა არ გავრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე რეზერვისტებსა და თავდაცვის სამინისტროს დროებით საშტატო თანამშრომლებზე.
დღეისათვის საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა – სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდებს იწვევენ. სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 12 თვეა.
ქვეყანაში სამხედრო გაწვევა წელიწადში ორჯერ ცხადდება – შემოდგომასა და გაზაფხულზე.
ყველა ახალი ამბავი
0