https://sputnik-georgia.com/20221021/sursatis-erovnuli-sagento-271549159.html
თუ შეძენილი გაქვთ, არ გამოიყენოთ: სურსათის სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს
თუ შეძენილი გაქვთ, არ გამოიყენოთ: სურსათის სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საწებელისა და წიწაკის ორ ნიმუშში „სუდანის” ჯგუფის აკრძალული საღებავი გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ... 21.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-21T19:31+0400
2022-10-21T19:31+0400
2022-10-21T21:17+0400
სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/15/271547117_72:0:1208:639_1920x0_80_0_0_560760303a4eb307c056a3bd5a125efe.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საწებელისა და წიწაკის ორ ნიმუშში „სუდანის” ჯგუფის აკრძალული საღებავი გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, აკრძალული საღებავი Sudan I შპს „გემოს“ ტომატის საწებელში აღმოჩნდა.გარდა ამისა, აკრძალული საღებავი Para Red აღმოჩნდა ინდმეწარმე შორენა კაპეტივაძის მიერ წარმოებულ წითელ წიწაკაში. სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნეს-ოპერატორმა ვერ წარმოადგინა სურსათის ეტიკეტი და მიკვლევადობისათვის საჭირო დოკუმენტი.სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, თუ აღნიშნული პროდუქცია უკვე შეძენილი აქვთ, არ გამოიყენონ ის.„სუდანის” ჯგუფის საღებავები — ეს AZO-შენაერთებია და ის ბუნებრივად არ გვხვდება, მით უმეტეს, საკვებ პროდუქტში. AZO-საღებავები გამოიყენება ქაღალდის, პლატმასის, ლაქების, ფანქრების, ტყავისა და სხვადასხვა ბოჭკოების შესაღებად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/15/271547117_214:0:1066:639_1920x0_80_0_0_5b9c49e9c99399d477a1988629323ae8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სურსათის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები, საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები, საქართველო
თუ შეძენილი გაქვთ, არ გამოიყენოთ: სურსათის სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს
19:31 21.10.2022 (განახლებულია: 21:17 21.10.2022) თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საწებელისა და წიწაკის ორ ნიმუშში „სუდანის” ჯგუფის აკრძალული საღებავი გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, აკრძალული საღებავი Sudan I შპს „გემოს“ ტომატის საწებელში აღმოჩნდა.
გარდა ამისა, აკრძალული საღებავი Para Red აღმოჩნდა ინდმეწარმე შორენა კაპეტივაძის მიერ წარმოებულ წითელ წიწაკაში. სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნეს-ოპერატორმა ვერ წარმოადგინა სურსათის ეტიკეტი და მიკვლევადობისათვის საჭირო დოკუმენტი.
„შპს „გემოსა“ და ინდმეწარმე „შორენა კაპეტივაძეს“ აეკრძალათ ზემოაღნიშნული სურსათის რეალიზაცია, დაევალათ დასახელებული სურსათის ბაზრიდან უმოკლეს ვადაში გამოთხოვა, აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება. პროდუქცია უკვე გამოთხოვილია სარეალიზაციო ქსელიდან. ბიზნეს-ოპერატორები დაჯარიმდნენ. სააგენტოს უფლებამოსილი პირები ახორციელებენ მოკვლევის პროცესს“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, თუ აღნიშნული პროდუქცია უკვე შეძენილი აქვთ, არ გამოიყენონ ის.
„სუდანის” ჯგუფის საღებავები — ეს AZO-შენაერთებია და ის ბუნებრივად არ გვხვდება, მით უმეტეს, საკვებ პროდუქტში. AZO-საღებავები გამოიყენება ქაღალდის, პლატმასის, ლაქების, ფანქრების, ტყავისა და სხვადასხვა ბოჭკოების შესაღებად.