https://sputnik-georgia.com/20221021/saqartvelos-istoria-fereidneliqartvelebi-271543101.html
შმაგი გურჯების სიკვდილისწინა ნატვრა: სიამაყის ცრემლით წასაკითხი ამბავი
შმაგი გურჯების სიკვდილისწინა ნატვრა: სიამაყის ცრემლით წასაკითხი ამბავი
Sputnik საქართველო
მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში, 1614-1618 წლებში ოთხგზის ააოხრა კახეთი შაჰ-აბასმა, მიწასთან გაასწორა აყვავებული მხარე. ასი ათასამდე ქართველი შეეწირა ომებს... 21.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-21T18:17+0400
2022-10-21T18:17+0400
2022-10-21T20:51+0400
საქართველოს ისტორიიდან
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23972/18/239721816_60:259:1860:1271_1920x0_80_0_0_7f227f31f1b22e3f218c07dd3907c1f9.jpg
მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში, 1614-1618 წლებში ოთხგზის ააოხრა კახეთი შაჰ-აბასმა, მიწასთან გაასწორა აყვავებული მხარე. ასი ათასამდე ქართველი შეეწირა ომებს, სამასი ათასზე მეტი კი ცენტრალურ ირანში, ძირითადად ფერეიდანში გადაასახლეს.მშობელ მიწას მოწყვეტილმა ქართველმა კაცმა იქაც გაითქვა სახელი სიმამაცით, თანაც ისე, რომ სიტყვა „გურჯი“ ირანელთათვის ვაჟკაცობისა და პატიოსნების სინონიმად იქცა.ვერც უცხო მიწაზე „მოათვინიერეს“ ამაყი გურჯები. ვინ აღარ სცადა მათთვის უღლის დადება და დიდი გადასახადების დაკისრება, მაგრამ არავის არაფერი გამოუვიდა.1723 წელს ირანში გადასახლებულ ქართველთა დახარკვა მაჰმუდ შაჰმაც სცადა, მაგრამ ფერეიდნელებმა კუდით ქვა ასროლინეს სპარსელებს. ვერც მრისხანე ნადირ შაჰმა მოდრიკა ქართველები, არც მას უხდიდნენ ხარკს. მხოლოდ მეომრები გაჰყავდათ შაჰის მიერ მოწყობილ ლაშქრობებში და ირანის მბრძანებელი ამითაც კმაყოფილი იყო — გაურბოდა ფერეიდნელთა ზედმეტად გაღიზიანებას.ვითარება მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში შეიცვალა. 1747 წელს ნადირ-შაჰი მოკლეს, რასაც ქვეყანაში დიდი არეულობა მოჰყვა. ტახტისთვის ბრძოლაში ქერიმ-ხან ზენდმა გაიმარჯვა და აქტიურად შეუდგა მთელ ირანზე კონტროლის დამყარებას.რაღა თქმა უნდა, ფერეიდნელი ქართველობის დამორჩილებაც სცადა ახალმა შაჰმა. ბრძოლებში მიღებული მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად მშრომელი ქართველების დახარკვა მისთვის საუკეთესო გამოსავალი იყო, მაგრამ ირანის მარტყოფში ხარკის ასაკრეფად მისულ ხანის ქვეშევრდომებს ქართველებმა მტკიცედ განუცხადეს, ჩვენი შრომის ნაყოფს არცერთ მბრძანებელზე არ გავცემთო.მეტად განარისხა შაჰი ქართველთა სიჯიუტემ, ჯარი გაგზავნა შმაგი გურჯების ჭკუაზე მოსაყვანად…ფერეიდანში, სოფელ ჩუღურეთსა და მარტყოფს შორის ერთი ძნელად მისადგომი მთაა წამომართული, ბუნებრივად „ჩამოსხმულ“ ციხე-სიმაგრეს ჰგავს. სწორედ ამ ციხე-მთაში გამაგრდნენ ქართველები და ერთმანეთს შეჰფიცეს, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებდნენ.ქერიმ-ხანი კიდევ ერთხელ შეეცადა გურჯებთან საქმის უსისხლოდ მოგვარებას და შეუთვალა, თუ დამნებდებით და ხარკსაც გადამიხდით, არაფერს გავნებთო. მაგრამ კინწისკვრით გააგდეს გურჯებმა შაჰის დესპანი, თავად კი სიკვდილთან შესახვედრად მოემზადნენ.შაჰი სარდლებთან თათბირად დაჯდა, ყალიონი გააჩაღებინა მსახურს და ნება-ნება გააბოლა. მოულოდნელად ტყვია მოხვდა ყალიონის წვერს და ხელში აუფეთქდა ქერიმ-ხანს იგი. თურმე ფერეიდნელებში განთქმულ ჩუბინ თავაზაშვილს ციხე-მთიდან ესროლა ტყვია შაჰისთვის.მოგვიანებით თავაზაშვილისთვის უკითხავთ, გულში რად არ ესროლეო ქერიმ-ხანს, რაზეც ამაყად უპასუხია:საბედისწერო გამოდგა ქართველებისათვის ეს გასროლა. თუ შაჰი მანამდე ჯერ კიდევ ყოყმანობდა ბრძოლის დაწყებას, ახლა უმალ იერიშზე გადასვლა უბრძანა თავის ლაშქარს.ქერიმ-ხანმა გაუგონარი სისასტიკით უპასუხა თავაზაშვილის ტყვიით გამოწვევას. მართალია, პირველ დღეს იერიში მისი მარცხით დასრულდა, მაგრამ მეორე დღეს სპარსელებმა ქართველთა სიმაგრე დაძლიეს და მათ უმოწყალო ხოცვა-ჟლეტას მიჰყვეს ხელი. ბრძოლა საღამომდე გაგრძელდა. მიუხედავად სპარსთა რიცხობრივი უპირატესობისა, იმ ბრძოლაში გამარჯვება ვერცერთმა მხარემ ვერ მოიპოვა. გაბოროტებულმა ქერიმ-ხანმა მომდევნო დღისთვის გადადო შეტევა.მესამე დღეს ფერეიდნელთა ციხე-მთა დაეცა. და როგორც ფიცი ჰქონდათ ნათქვამი, სისხლის ბოლო წვეთი ბრძოლის ველზე დააქციეს ქართველებმა — მტერს რომ ხელში არ ჩავარდნოდნენ, კლდიდან ხტებოდნენ დაძლეულები.ქერიმ-ხანის ბრძანებით, დახოცილ ქართველებს თავები დააჭრეს და ერთად შეაგროვეს, გადარჩენილი წინამძღოლები კი დახოცეს.როდესაც სიკვდილმისჯილთათვის თვალების ახვევა დააპირეს, ქართველებმა მტერს უკანასკნელი სურვილი უთხრეს: ჩვენს ჯიშს სიკვდილთან შეყრა არასდროს შეშინებია, თვალებს ნუ აგვიხვევთ, ისე გვესროლეთო...ხოლო დაუმორჩილებელთა ერთ-ერთი წინამძღოლი, ურუჯუყულ-ბეგად ქცეული კახელი ზარბაზნის ლულაზე მიუკრავთ სპარსთ. გასროლილ ზარბაზანს ნაფლეთებად უქცევია მოუდრეკელი ქართველის სხეული.მანამდე კი, ვიდრე ჯალათი ცეცხლს მისცემდა ფითილს, ბოლო თხოვნით მიუმართავს ურუჯუყულ-ბეგს სპარსელებისათვის: სანამ გაისვრით, ზარბაზნის ლულა საქართველოსკენ შეაბრუნეთო...
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23972/18/239721816_114:0:1809:1271_1920x0_80_0_0_b79864c24108dd5b16ad158660e3e323.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
საქართველოს ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
საქართველოს ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში, 1614-1618 წლებში ოთხგზის ააოხრა კახეთი შაჰ-აბასმა, მიწასთან გაასწორა აყვავებული მხარე. ასი ათასამდე ქართველი შეეწირა ომებს, სამასი ათასზე მეტი კი ცენტრალურ ირანში, ძირითადად ფერეიდანში გადაასახლეს.
მშობელ მიწას მოწყვეტილმა ქართველმა კაცმა იქაც გაითქვა სახელი სიმამაცით, თანაც ისე, რომ სიტყვა „გურჯი“ ირანელთათვის ვაჟკაცობისა და პატიოსნების სინონიმად იქცა.
ვერც უცხო მიწაზე „მოათვინიერეს“ ამაყი გურჯები. ვინ აღარ სცადა მათთვის უღლის დადება და დიდი გადასახადების დაკისრება, მაგრამ არავის არაფერი გამოუვიდა.
1723 წელს ირანში გადასახლებულ ქართველთა დახარკვა მაჰმუდ შაჰმაც სცადა, მაგრამ ფერეიდნელებმა კუდით ქვა ასროლინეს სპარსელებს. ვერც მრისხანე ნადირ შაჰმა მოდრიკა ქართველები, არც მას უხდიდნენ ხარკს. მხოლოდ მეომრები გაჰყავდათ შაჰის მიერ მოწყობილ ლაშქრობებში და ირანის მბრძანებელი ამითაც კმაყოფილი იყო — გაურბოდა ფერეიდნელთა ზედმეტად გაღიზიანებას.
ვითარება მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში შეიცვალა. 1747 წელს ნადირ-შაჰი მოკლეს, რასაც ქვეყანაში დიდი არეულობა მოჰყვა. ტახტისთვის ბრძოლაში ქერიმ-ხან ზენდმა გაიმარჯვა და აქტიურად შეუდგა მთელ ირანზე კონტროლის დამყარებას.
რაღა თქმა უნდა, ფერეიდნელი ქართველობის დამორჩილებაც სცადა ახალმა შაჰმა. ბრძოლებში მიღებული მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად მშრომელი ქართველების დახარკვა მისთვის საუკეთესო გამოსავალი იყო, მაგრამ ირანის მარტყოფში ხარკის ასაკრეფად მისულ ხანის ქვეშევრდომებს ქართველებმა მტკიცედ განუცხადეს, ჩვენი შრომის ნაყოფს არცერთ მბრძანებელზე არ გავცემთო.
მეტად განარისხა შაჰი ქართველთა სიჯიუტემ, ჯარი გაგზავნა შმაგი გურჯების ჭკუაზე მოსაყვანად…
ფერეიდანში, სოფელ ჩუღურეთსა და მარტყოფს შორის ერთი ძნელად მისადგომი მთაა წამომართული, ბუნებრივად „ჩამოსხმულ“ ციხე-სიმაგრეს ჰგავს. სწორედ ამ ციხე-მთაში გამაგრდნენ ქართველები და ერთმანეთს შეჰფიცეს, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებდნენ.
ქერიმ-ხანი კიდევ ერთხელ შეეცადა გურჯებთან საქმის უსისხლოდ მოგვარებას და შეუთვალა, თუ დამნებდებით და ხარკსაც გადამიხდით, არაფერს გავნებთო. მაგრამ კინწისკვრით გააგდეს გურჯებმა შაჰის დესპანი, თავად კი სიკვდილთან შესახვედრად მოემზადნენ.
შაჰი სარდლებთან თათბირად დაჯდა, ყალიონი გააჩაღებინა მსახურს და ნება-ნება გააბოლა. მოულოდნელად ტყვია მოხვდა ყალიონის წვერს და ხელში აუფეთქდა ქერიმ-ხანს იგი. თურმე ფერეიდნელებში განთქმულ ჩუბინ თავაზაშვილს ციხე-მთიდან ესროლა ტყვია შაჰისთვის.
მოგვიანებით თავაზაშვილისთვის უკითხავთ, გულში რად არ ესროლეო ქერიმ-ხანს, რაზეც ამაყად უპასუხია:
ქართველის წესია, ორთაბრძოლაში მოკლას მტერი და არა ჩუმად და მიპარვით!
საბედისწერო გამოდგა ქართველებისათვის ეს გასროლა. თუ შაჰი მანამდე ჯერ კიდევ ყოყმანობდა ბრძოლის დაწყებას, ახლა უმალ იერიშზე გადასვლა უბრძანა თავის ლაშქარს.
ქერიმ-ხანმა გაუგონარი სისასტიკით უპასუხა თავაზაშვილის ტყვიით გამოწვევას. მართალია, პირველ დღეს იერიში მისი მარცხით დასრულდა, მაგრამ მეორე დღეს სპარსელებმა ქართველთა სიმაგრე დაძლიეს და მათ უმოწყალო ხოცვა-ჟლეტას მიჰყვეს ხელი. ბრძოლა საღამომდე გაგრძელდა. მიუხედავად სპარსთა რიცხობრივი უპირატესობისა, იმ ბრძოლაში გამარჯვება ვერცერთმა მხარემ ვერ მოიპოვა. გაბოროტებულმა ქერიმ-ხანმა მომდევნო დღისთვის გადადო შეტევა.
მესამე დღეს ფერეიდნელთა ციხე-მთა დაეცა. და როგორც ფიცი ჰქონდათ ნათქვამი, სისხლის ბოლო წვეთი ბრძოლის ველზე დააქციეს ქართველებმა — მტერს რომ ხელში არ ჩავარდნოდნენ, კლდიდან ხტებოდნენ დაძლეულები.
ქერიმ-ხანის ბრძანებით, დახოცილ ქართველებს თავები დააჭრეს და ერთად შეაგროვეს, გადარჩენილი წინამძღოლები კი დახოცეს.
როდესაც სიკვდილმისჯილთათვის თვალების ახვევა დააპირეს, ქართველებმა მტერს უკანასკნელი სურვილი უთხრეს: ჩვენს ჯიშს სიკვდილთან შეყრა არასდროს შეშინებია, თვალებს ნუ აგვიხვევთ, ისე გვესროლეთო...
ხოლო დაუმორჩილებელთა ერთ-ერთი წინამძღოლი, ურუჯუყულ-ბეგად ქცეული კახელი ზარბაზნის ლულაზე მიუკრავთ სპარსთ. გასროლილ ზარბაზანს ნაფლეთებად უქცევია მოუდრეკელი ქართველის სხეული.
მანამდე კი, ვიდრე ჯალათი ცეცხლს მისცემდა ფითილს, ბოლო თხოვნით მიუმართავს ურუჯუყულ-ბეგს სპარსელებისათვის: სანამ გაისვრით, ზარბაზნის ლულა საქართველოსკენ შეაბრუნეთო...