https://sputnik-georgia.com/20221021/saomari-mdgomareoba-271548676.html
მოსაზრება: საომარი მდგომარეობა - რა იცვლება რუსეთისა და დსთ-სთვის
მოსაზრება: საომარი მდგომარეობა - რა იცვლება რუსეთისა და დსთ-სთვის
Sputnik საქართველო
რუსეთის პრეზიდენტის 20 ოქტომბრის განკარგულებით გამოცხადებული საომარი მდგომარეობა ოთხ რეგიონში მოქმედებს რუსეთის საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკაზე, შეიარაღებული... 21.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-21T18:48+0400
2022-10-21T18:48+0400
2022-10-21T21:03+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/15/271525499_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_ab687092a7464367a340ab691a53f76f.jpg
რუსეთის პრეზიდენტის 20 ოქტომბრის განკარგულებით გამოცხადებული საომარი მდგომარეობა ოთხ რეგიონში მოქმედებს რუსეთის საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკაზე, შეიარაღებული ძალების მობილიზაციასა და ორგანიზებაზე, ეკონომიკასა და საზოგადოებაზე.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 19 ოქტომბერს ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში საომარი მდგომარეობის შემოღების თაობაზე.ოთხი ხსენებული რეგიონის ტერიტორიებზე თვეებია საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და საომარი მდგომარეობა დე-ფაქტო არსებობს. განკარგულების თანახმად, ხერსონის ოლქში ხელისუფლება მთლიანად სამხედრო იქნება, აგრეთვე შეიძლება შეიცვალოს მოქმედი კომენდანტის საათის დრო (22 სთ-დან 5 სთ-მდე). თუმცა ახალი სტატუსი ამა თუ იმ ფორმით ეხება მთელ რუსეთს და დსთ-ის ქვეყნებსაც კი.უკრაინის და რეგიონების მოსაზღვრე ტერიტორიებზე (ყირიმი და სევასტოპოლი, კრასნოდარის მხარე, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კურსკისა და როსტოვის ოლქები) შემოღებულია „რეაგირების საშუალო დონე“. ცენტრალური და სამხრეთი ფედერალური ოლქების დანარჩენი რეგიონები გაზრდილ მზადყოფნაში არიან.რუსეთის მთელ ტერიტორიაზე მზადყოფნის საბაზო დონე ცხადდება. საომარი მდგომარეობა პირველ რიგში ეხება ძალოვან და სახელმწიფო სტრუქტურებს.განკარგულება რუსეთის მთავრობას და ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, ეფექტური რეაგირება მოახდინონ ოპერატიული ვითარების ცვლილებაზე. რეგიონებმა მიიღეს კანონიერი საფუძველი ტერიტორიული თავდაცვის რაზმების ფორმირებისთვის, შედარებით სახიფათო რაიონებიდან მოქალაქეთა დროებით გასაყვანად, ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზიდად საგანგებო სიტუაციებში თანამშრომლობისთვის.საომარი მდგომარეობა გუბერნატორებს საშუალებას აძლევს, შექმნან საკოორდინაციო შტაბები ძალოვანი სტრუქტურების მონაწილეობით, მობილიზაცია ჩაატარონ ეკონომიკის სფეროში, შექმნან სამოქალაქო თავდაცვა, დააკმაყოფილონ საჯარისო ფორმირებების გადაუდებელი მოთხოვნილებები. კრემლი მზადაა უახლოეს დღეებში განიხილოს რუსეთის რეგიონებიდან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემხვედრი წინადადებები.რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა გუშინ ისაუბრა მიგრაციის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების პრიორიტეტული ამოცანების კორექტირების აუცილებლობაზე. იგეგმება მართლწესრიგის მასშტაბური გამკაცრება დსთ-ის ქვეყნებიდან შრომითი მიგრანტების კომპაქტურ დასახლებებში. მკაცრდება მიგრაციული კონტროლი და უცხო ქვეყნების მოქალაქეთა პასუხისმგებლობა რუსეთში ყოფნის წესების დარღვევისთვის.სამართალდამცველ ორგანოებსა და სპეცსამსახურებს დავალებული აქვთ, აქტიურად გამოავლინონ საერთაშორისო ტერორისტული და ექსტრემისტული ორგანიზაციების წევრები, რომლებიც მიგრანტებს დანაშაულების ჩასადენად იყენებენ. ოთხი რეგიონიდან დევნილებს შორის არიან არასაიმედო, უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ჯაშუშობისა და დივერსიებისთვის დაბევებული პირები. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უცხო ქვეყნების მოქალაქეთა სოციალურ და კულტურულ ადაპტაციას.თავდაცვიდან შეტევაზე გადასვლაუკვე რამდენიმე დღეა, უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობენ რუსული ძალების პოზიციებზე კონტრშეტევას დნეპრის მარჯვენა ნაპირზე სპეცრაზმისა და ტაქტიკური ჯგუფების ბატალიონების მეშვეობით. ოთხშაბათს განადგურდა უკრაინული დესანტი კახოვკის წყალსაცავის მარცხენა ნაპირზე გადმოსხმის მცდელობისას.კიევმა მნიშვნელოვან რეზერვებს მოუყარა თავი ნიკოლაევის ოლქში ხერსონის მიმართულებით შესატევად. უკრაინის გენერალური შტაბი ბრიტანელი სამხედრო მრჩეველების ხელმძღვანელობით ამუშავებს დნეპრზე კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქების გეგმას სარაკეტო დარტყმით ან საზღვაო ნაღმებით - ხუთი მეტრის სიმაღლის „ცუნამის“ ფორმირებისა და მდინარის ქვედა წელში ტერიტორიის დასატბორად (წყალსაცავის მოცულობა 13 მლრდ კუბომეტრია, კაშხალი ხერსონიდან 50 კმ-ის დაშორებით მდებარეობს).საუბარია რუსეთის ტერიტორიაზე. ვითარება რთულია და არაორდინარულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ორგანიზებულია ხერსონის ოლქიდან მოსახლეობის გამოყვანა.სპეცოპერაციის სარდალმა სერგეი სუროვიკინმა 18 ოქტომბერს განაცხადა: „ჩვენი შემდგომი გეგმები და მოქმედება ქალაქ ხერსონის მიმართულებით დამოკიდებული იქნება შექმნილ სამხედრო-ტაქტიკურ სიტუაციაზე“. არ არის გამორიცხული „რთული გადაწყვეტილებები“ – სუროვიკინის ეს ფრაზა უზარმაზარი აზრობრივი დატვირთვის მატარებელია და კიევსა და ნატოს კარგს არაფერს უქადის.მეათე დღეა გრძელდება დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალების ენერგეტიკის, მართვის, ლოგისტიკის ობიექტებზე. რუსეთის სპეცოპერაციის ზონაში იზრდება თავდაცვის პოზიციიდან შეტევაზე გადასვლისა და უკრაინის კიდევ სამი რეგიონის - ნიკოლაევის, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების დაკავების რწმენა, განაცხადა ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ კირილ სტრემოუსოვმა.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/15/271525499_39:0:2770:2048_1920x0_80_0_0_d568f188d8fccbf6e156932557da793a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთის პრეზიდენტის 20 ოქტომბრის განკარგულებით გამოცხადებული საომარი მდგომარეობა ოთხ რეგიონში მოქმედებს რუსეთის საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკაზე, შეიარაღებული ძალების მობილიზაციასა და ორგანიზებაზე, ეკონომიკასა და საზოგადოებაზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 19 ოქტომბერს ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში საომარი მდგომარეობის შემოღების თაობაზე.
ოთხი ხსენებული რეგიონის ტერიტორიებზე თვეებია საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და საომარი მდგომარეობა დე-ფაქტო არსებობს. განკარგულების თანახმად, ხერსონის ოლქში ხელისუფლება მთლიანად სამხედრო იქნება, აგრეთვე შეიძლება შეიცვალოს მოქმედი კომენდანტის საათის დრო (22 სთ-დან 5 სთ-მდე). თუმცა ახალი სტატუსი ამა თუ იმ ფორმით ეხება მთელ რუსეთს და დსთ-ის ქვეყნებსაც კი.
უკრაინის და რეგიონების მოსაზღვრე ტერიტორიებზე (ყირიმი და სევასტოპოლი, კრასნოდარის მხარე, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კურსკისა და როსტოვის ოლქები) შემოღებულია „რეაგირების საშუალო დონე“. ცენტრალური და სამხრეთი ფედერალური ოლქების დანარჩენი რეგიონები გაზრდილ მზადყოფნაში არიან.
რუსეთის მთელ ტერიტორიაზე მზადყოფნის საბაზო დონე ცხადდება. საომარი მდგომარეობა პირველ რიგში ეხება ძალოვან და სახელმწიფო სტრუქტურებს.
განკარგულება რუსეთის მთავრობას და ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, ეფექტური რეაგირება მოახდინონ ოპერატიული ვითარების ცვლილებაზე. რეგიონებმა მიიღეს კანონიერი საფუძველი ტერიტორიული თავდაცვის რაზმების ფორმირებისთვის, შედარებით სახიფათო რაიონებიდან მოქალაქეთა დროებით გასაყვანად, ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზიდად საგანგებო სიტუაციებში თანამშრომლობისთვის.
საომარი მდგომარეობა გუბერნატორებს საშუალებას აძლევს, შექმნან საკოორდინაციო შტაბები ძალოვანი სტრუქტურების მონაწილეობით, მობილიზაცია ჩაატარონ ეკონომიკის სფეროში, შექმნან სამოქალაქო თავდაცვა, დააკმაყოფილონ საჯარისო ფორმირებების გადაუდებელი მოთხოვნილებები. კრემლი მზადაა უახლოეს დღეებში განიხილოს რუსეთის რეგიონებიდან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემხვედრი წინადადებები.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა გუშინ ისაუბრა მიგრაციის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების პრიორიტეტული ამოცანების კორექტირების აუცილებლობაზე. იგეგმება მართლწესრიგის მასშტაბური გამკაცრება დსთ-ის ქვეყნებიდან შრომითი მიგრანტების კომპაქტურ დასახლებებში. მკაცრდება მიგრაციული კონტროლი და უცხო ქვეყნების მოქალაქეთა პასუხისმგებლობა რუსეთში ყოფნის წესების დარღვევისთვის.
სამართალდამცველ ორგანოებსა და სპეცსამსახურებს დავალებული აქვთ, აქტიურად გამოავლინონ საერთაშორისო ტერორისტული და ექსტრემისტული ორგანიზაციების წევრები, რომლებიც მიგრანტებს დანაშაულების ჩასადენად იყენებენ. ოთხი რეგიონიდან დევნილებს შორის არიან არასაიმედო, უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ჯაშუშობისა და დივერსიებისთვის დაბევებული პირები. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უცხო ქვეყნების მოქალაქეთა სოციალურ და კულტურულ ადაპტაციას.
თავდაცვიდან შეტევაზე გადასვლა
უკვე რამდენიმე დღეა, უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობენ რუსული ძალების პოზიციებზე კონტრშეტევას დნეპრის მარჯვენა ნაპირზე სპეცრაზმისა და ტაქტიკური ჯგუფების ბატალიონების მეშვეობით. ოთხშაბათს განადგურდა უკრაინული დესანტი კახოვკის წყალსაცავის მარცხენა ნაპირზე გადმოსხმის მცდელობისას.
კიევმა მნიშვნელოვან რეზერვებს მოუყარა თავი ნიკოლაევის ოლქში ხერსონის მიმართულებით შესატევად. უკრაინის გენერალური შტაბი ბრიტანელი სამხედრო მრჩეველების ხელმძღვანელობით ამუშავებს დნეპრზე კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქების გეგმას სარაკეტო დარტყმით ან საზღვაო ნაღმებით - ხუთი მეტრის სიმაღლის „ცუნამის“ ფორმირებისა და მდინარის ქვედა წელში ტერიტორიის დასატბორად (წყალსაცავის მოცულობა 13 მლრდ კუბომეტრია, კაშხალი ხერსონიდან 50 კმ-ის დაშორებით მდებარეობს).
საუბარია რუსეთის ტერიტორიაზე. ვითარება რთულია და არაორდინარულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ორგანიზებულია ხერსონის ოლქიდან მოსახლეობის გამოყვანა.
სპეცოპერაციის სარდალმა სერგეი სუროვიკინმა 18 ოქტომბერს განაცხადა: „ჩვენი შემდგომი გეგმები და მოქმედება ქალაქ ხერსონის მიმართულებით დამოკიდებული იქნება შექმნილ სამხედრო-ტაქტიკურ სიტუაციაზე“. არ არის გამორიცხული „რთული გადაწყვეტილებები“ – სუროვიკინის ეს ფრაზა უზარმაზარი აზრობრივი დატვირთვის მატარებელია და კიევსა და ნატოს კარგს არაფერს უქადის.
მეათე დღეა გრძელდება დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალების ენერგეტიკის, მართვის, ლოგისტიკის ობიექტებზე. რუსეთის სპეცოპერაციის ზონაში იზრდება თავდაცვის პოზიციიდან შეტევაზე გადასვლისა და უკრაინის კიდევ სამი რეგიონის - ნიკოლაევის, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების დაკავების რწმენა, განაცხადა ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ კირილ სტრემოუსოვმა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე