https://sputnik-georgia.com/20221021/rati-bregaze-mixeil-saakasvili-271548331.html
იუსტიციის მინისტრი: სააკაშვილს სხვა სახელმწიფოს ვერ გადავცემთ
იუსტიციის მინისტრი: სააკაშვილს სხვა სახელმწიფოს ვერ გადავცემთ
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ექსპერტიზისთვის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის თაობაზე საქართველოს უკრაინის სასამართლოსგან ოფიციალური მოთხოვნა არ... 21.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-21T18:38+0400
2022-10-21T18:38+0400
2022-10-21T20:55+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266112771_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_7916ffbd86a15e930dc8bd565f8c4688.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ექსპერტიზისთვის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის თაობაზე საქართველოს უკრაინის სასამართლოსგან ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.მინისტრის განმარტებით, მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაშიც კი არსებობს უარის საფუძველი.მინისტრის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ექსპერტიზას სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიურო ჩაუტარებს, რათა საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ დარჩეს.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში გასული წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალურად. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).მსჯავრდებული სააკაშვილი, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 12 მაისს გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება. ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266112771_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_746890d4df0e06c9a2bb9d6527b2250e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველო
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველო
იუსტიციის მინისტრი: სააკაშვილს სხვა სახელმწიფოს ვერ გადავცემთ
18:38 21.10.2022 (განახლებულია: 20:55 21.10.2022) თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ექსპერტიზისთვის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის თაობაზე საქართველოს უკრაინის სასამართლოსგან ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
მინისტრის განმარტებით, მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაშიც კი არსებობს უარის საფუძველი.
„მსგავსი ტიპის მოთხოვნა, ოფიციალური დოკუმენტაცია საქართველოში არ შემოსულა. რომც შემოვიდეს, ამ შემთხვევაშიც არსებობს უარის თქმის საფუძველი. კერძოდ, როდესაც ადამიანის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, ბუნებრივია, ის ვერ იქნება გადაცემული სხვა სახელმწიფოსთვის“, — აღნიშნა ბრეგაძემ.
მინისტრის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ექსპერტიზას სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიურო ჩაუტარებს, რათა საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ დარჩეს.
„იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა მივმართეთ სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ცენტრს და ისინიც ჩაატარებენ ექსპერტიზას იმ მიზნით, რომ საზოგადოებაში არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი მსჯავრდებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ისინი ჩაატარებენ სრულ და კომპლექსურ ექსპერტიზას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში გასული წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალურად. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მსჯავრდებული სააკაშვილი, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 12 მაისს გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება. ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.