https://sputnik-georgia.com/20221021/petriashvili-xelfasebi-saarsebo-minimumze-naklebia-271534756.html
ირაკლი პეტრიაშვილი: 130 ათას ადამიანს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი აქვს
ირაკლი პეტრიაშვილი: 130 ათას ადამიანს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი აქვს
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში დასაქმებული 130 ათასი ადამიანის ხელფასი ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმზე ნაკლებია, განაცხადა საქართველოს... 21.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-21T13:29+0400
2022-10-21T13:29+0400
2022-10-21T17:05+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24502/71/245027150_0:191:2048:1344_1920x0_80_0_0_0446be6f0d048ec0565e4bde97de7492.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში დასაქმებული 130 ათასი ადამიანის ხელფასი ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმზე ნაკლებია, განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.მისი თქმით, ქვეყანაში საარსებო მინიმუმი არასწორადაა გამოთვლილი, რადგანაც მისი დადგენისას გათვალისწინებული არ იყო ადამიანის რეალური საჭიროებები.პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში უნდა დაწესდეს ადეკვატური მინიმალური ხელფასი, რომელიც რეალურ საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ უნდა იყოს.პეტრიაშვილის თქმით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ მოამზადა და პარლამენტში შეიტანა სამი კანონპროექტი მინიმალური ხელფასის თემაზე და სამი ინიციატივა „საქსტატში“ საარსებო მინიმუმის სწორ გამოთვლასთან დაკავშირებით.როგორც პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ აღნიშნა, საშუალო ხელფასი, რომელსაც „საქსტატი“ ითვლის, აბსოლუტურად არ ასახავს იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც დასაქმებული არიან. მაგალითად, მსხვილი კომპანიის მენეჯერის ხელფასმა თვეში შეიძლება 50-60 ათას ლარს მიაღწიოს, ამ დროს მისი ქვეშევრდომების ხელფასი კი 400-500 ლარი იყოს.როდესაც ტოპ-მენეჯერებისა და ქვეშევრდომების ხელფასების საშუალო არითმეტიკულს ითვლიან, რიცხვი საკმაოდ მიმზიდველი გამოდის, მაგრამ რეალობა სხვაა, აცხადებს პეტრიაშვილი.„საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 238,2 ლარი შეადგინა.სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. თავის მხრივ, მინიმალური სასურსათო კალათა, რომელიც 40 დასახელების პროდუქტისგან შედგება, შრომისუნარიანი მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობაზეა გათვლილი.რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, 2022 წლის მარტში მან 211 ლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იგი 32,9 ლარით გაიზარდა, მიმდინარე წლის თებერვალთან შედარებით კი – 6,1 ლარით.საქართველოში ხელფასები, პენსიები, სოციალური დახმარებები და სხვა სახელმწიფო შემწეობები საარსებო მინიმუმის მაჩვენებელთან მიბმული არ არის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24502/71/245027150_76:0:1896:1365_1920x0_80_0_0_a18afdab23ef2186a046b461b7ac4135.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში დასაქმებული 130 ათასი ადამიანის ხელფასი ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმზე ნაკლებია, განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში საარსებო მინიმუმი არასწორადაა გამოთვლილი, რადგანაც მისი დადგენისას გათვალისწინებული არ იყო ადამიანის რეალური საჭიროებები.
პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში უნდა დაწესდეს ადეკვატური მინიმალური ხელფასი, რომელიც რეალურ საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ უნდა იყოს.
პეტრიაშვილის თქმით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ მოამზადა და პარლამენტში შეიტანა სამი კანონპროექტი მინიმალური ხელფასის თემაზე და სამი ინიციატივა „საქსტატში“ საარსებო მინიმუმის სწორ გამოთვლასთან დაკავშირებით.
როგორც პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ აღნიშნა, საშუალო ხელფასი, რომელსაც „საქსტატი“ ითვლის, აბსოლუტურად არ ასახავს იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც დასაქმებული არიან. მაგალითად, მსხვილი კომპანიის მენეჯერის ხელფასმა თვეში შეიძლება 50-60 ათას ლარს მიაღწიოს, ამ დროს მისი ქვეშევრდომების ხელფასი კი 400-500 ლარი იყოს.
როდესაც ტოპ-მენეჯერებისა და ქვეშევრდომების ხელფასების საშუალო არითმეტიკულს ითვლიან, რიცხვი საკმაოდ მიმზიდველი გამოდის, მაგრამ რეალობა სხვაა, აცხადებს პეტრიაშვილი.
პეტრიაშვილი „საქსტატს“ სხვა მაჩვენებლების აღებას ურჩევს. მაგალითად მოჰყავს აშშ და ევროპის ქვეყნები, სადაც მენეჯერებისა და ქვეშევრდომების ხელფასებს შორის თანაფარდობა არის 1/15-თან ან 1/25-თან, საქართველოში კი იგი 1/60-1/70-მდე აღწევს. ეს ნიშნავს, რომ თუ ხელქვეითს ხელფასი 100 ლარი აქვს, მისი მენეჯერის ანაზღაურება 7 ათას ლარს აღწევს.
„საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 238,2 ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. თავის მხრივ, მინიმალური სასურსათო კალათა, რომელიც 40 დასახელების პროდუქტისგან შედგება, შრომისუნარიანი მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობაზეა გათვლილი.
რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, 2022 წლის მარტში მან 211 ლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იგი 32,9 ლარით გაიზარდა, მიმდინარე წლის თებერვალთან შედარებით კი – 6,1 ლარით.
საქართველოში ხელფასები, პენსიები, სოციალური დახმარებები და სხვა სახელმწიფო შემწეობები საარსებო მინიმუმის მაჩვენებელთან მიბმული არ არის.