ინდონეზია პუტინის ბაიდენთან შეხვედრის ორგანიზებისთვის მზად არის

© photo: Sputnik / POOL / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი და ჯო ბაიდენი
ვლადიმირ პუტინი და ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2022
გამოწერა
ინდონეზიის პრეზიდენტი თავად ჩავიდა მოსკოვში, რათა რუსეთი სამიტში მონაწილეობისთვის მიეწვია.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ინდონეზია მზადაა ორგანიზება გაუკეთოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეხვედრას მის ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან, თუ რუსეთის ლიდერი G20-ის სამიტში მონაწილეობას გადაწყვეტს, განაცხადა ინდონეზიის ელჩმა მოსკოვში ხოსე ანტონიო მორატო ტავარესმა.

„ინდონეზია მოხარული იქნება, ამას თუ გააკეთებს. ადრე მსგავსი გაგვიკეთებია. მაგალითად, კამბოჯაში კონფლიქტის დროს ინდონეზიამ ჯაკარტაში მოაწყო უთანხმოების მქონე ვიეტნამისა და კამბოჯის ლიდერების არაოფიციალური შეხვედრა... ურთიერთობების განვითარებას ბიძგი მიეცა. ამგვარად, პირობას არ ვდებთ, რომ ეს დაუყოვნებლივ რაღაცას გადაწყვეტს, მაგრამ უბრალო ურთიერთობა შეიძლება ერთმანეთთან განხილვების წინ წაწევას დაეხმაროს“, – განაცხადა დიპლომატმა РИА Новости-სთან საუბრისას.

მან დასძინა, რომ ჯაკარტამ პუტინი მიიწვია, მაგრამ გადაწყვეტილება მოსკოვზეა.
„ინდონეზიის პრეზიდენტი თავად ჩამოვიდა მოსკოვში სამიტში მონაწილეობაზე რუსეთის მისაწვევად. რუსეთი, როგორც G20-ის წევრი, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყანა ან კავშირი, მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, ინდონეზიას არა აქვს უფლება, გაიწვიოს მოწვევა, მაგრამ გვაქვს უფლება, მოვიწვიოთ დამატებითი მონაწილეები, როგორც მიმღებმა ქვეყანამ.
G20-ის სამიტი 15-16 ნოემბერს ჩატარდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0