https://sputnik-georgia.com/20221021/diversia-crdiloetis-nakadebze-271545342.html
პესკოვი: „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ სიმართლე ევროპას გააოგნებს
პესკოვი: „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ სიმართლე ევროპას გააოგნებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ევროპაში ბევრი გაოცდება, თუ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ ტერაქტის შემსრულებლების შესახებ ინფორმაცია გახმაურდება, განაცხადა რუსეთის... 21.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-21T20:55+0400
2022-10-21T20:55+0400
2023-08-17T12:48+0400
რუსეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268623150_0:89:3234:1908_1920x0_80_0_0_31ec8c5878b106ea50241845ed003c17.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ევროპაში ბევრი გაოცდება, თუ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ ტერაქტის შემსრულებლების შესახებ ინფორმაცია გახმაურდება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.მისი თქმით, მოსკოვი დიპლომატიური არხებით მუშაობს გამოძიებაში დაშვებაზე, მაგრამ წინააღმდეგობის „კედელს აწყდება“, ვინაიდან დასავლეთში არ სურთ ურთიერთქმედება და არ სურთ, რომ „ერთად ჩაწვდნენ სიმართლეს“.როგორც პესკოვმა განაცხადა, ტერაქტის შემსრულებლებთან დაკავშირებით მოსკოვის ვარაუდები კარგადაა ცნობილი, მაგრამ რაიმე კონკრეტული ცნობების მიღება შეუძლებელია, ვინაიდან გერმანიამ, შვედეთმა და დანიამ უარი თქვეს გამოძიებაში რუსეთის ჩართვაზე.რუსულ გაზსადენებზე „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ და ჩრდილოეთის ნაკადი-2“ აფეთქება 26 სექტემბერს მოხდა. გერმანია, დანია და შვედეთი არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი მიზანმიმართული დივერსია იყო. კრემლში ინციდენტი საერთაშორის ტერორიზმად შეაფასეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, აფეთქების ზონაში ნატოს სწავლებები მიმდინარეობდა ღრმაწყლოვანი აღჭურვილობის გამოყენებით. თავის მხრივ, დასავლეთში არ გამორიცხავენ, რომ დივერსიაში თავად რუსეთის ხელი ერიოს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268623150_301:0:3030:2047_1920x0_80_0_0_a4d8f9a032be838b956282e6af3d88dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ევროპაში ბევრი გაოცდება, თუ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ ტერაქტის შემსრულებლების შესახებ ინფორმაცია გახმაურდება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, მოსკოვი დიპლომატიური არხებით მუშაობს გამოძიებაში დაშვებაზე, მაგრამ წინააღმდეგობის „კედელს აწყდება“, ვინაიდან დასავლეთში არ სურთ ურთიერთქმედება და არ სურთ, რომ „ერთად ჩაწვდნენ სიმართლეს“.
როგორც პესკოვმა განაცხადა, ტერაქტის შემსრულებლებთან დაკავშირებით მოსკოვის ვარაუდები კარგადაა ცნობილი, მაგრამ რაიმე კონკრეტული ცნობების მიღება შეუძლებელია, ვინაიდან გერმანიამ, შვედეთმა და დანიამ უარი თქვეს გამოძიებაში რუსეთის ჩართვაზე.
რუსულ გაზსადენებზე „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ და ჩრდილოეთის ნაკადი-2“ აფეთქება 26 სექტემბერს მოხდა. გერმანია, დანია და შვედეთი არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი მიზანმიმართული დივერსია იყო. კრემლში ინციდენტი საერთაშორის ტერორიზმად შეაფასეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, აფეთქების ზონაში ნატოს სწავლებები მიმდინარეობდა ღრმაწყლოვანი აღჭურვილობის გამოყენებით. თავის მხრივ, დასავლეთში არ გამორიცხავენ, რომ დივერსიაში თავად რუსეთის ხელი ერიოს.