გაიგეთ როგორ მოქმედებს თქვენი ბინის ციფრი სახლის ატმოსფეროზე

CC BY-SA 2.0 / Bridget Coila / Numbers Everywhereაირჩიეთ თქვენი საყვარელი ციფრი
აირჩიეთ თქვენი საყვარელი ციფრი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2022
გამოწერა
უძველესი მეცნიერების ნუმეროლოგიის თანახმად, ჩვენს ცხოვრებაში დიდი როლი უკავია ციფრებს და, მათ შორის, ბინის ნომერს, რომელსაც სახლში გარკვეული ატმოსფეროს შექმნა შეუძლია.
ავტომობილის ნომერი, ტელეფონის ნომერი, პასპორტის მონაცემები, დაბადების თარიღი – ეს ყველაფერი ადამიანების ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბინის ნომერი, რადგან მშობლიურ კედლებში დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ.

გაწმინდეთ სახლი ნეგატიური ენერგიისგან. პერიოდული გაწმენდა გაააქტიურებს სიმდიდრის, ჯანმრთელობისა და წარმატების ზონებს. სახლში, სადაც მხოლოდ პოზიტიური ენერგია ცირკულირებს, ყოველთვის სიმშვიდე და კომფორტი იგრძნობა.
ნუმეროლოგიური გათვლა
მნიშვნელოვანია ციფრები – 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. დანარჩენი რიცხვები ამ ციფრების დაშიფრული ვერსიებია.
იმისთვის, რომ გაიგოთ, რას ნიშნავს ბინის ესა თუ ის ნომერი, რიცხვიდან ციფრი გამოიყვანეთ. ანუ, თუ თქვენი ბინის ნომერია, მაგალითად, 45, 4+5=9, ანუ თქვენი ბინის ციფრი არის 9. თუ მიიღებთ ორნიშნა რიცხვს, მაგალითად, 59 – 5+9=14. აქ 14 ასევე უნდა დაიყვანოთ ერთნიშნა რიცხვზე, ანუ 1+4=5, ე.ი. თქვენი ბინის ციფრია ხუთი.
ციფრები - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
ნუმეროლოგიის მაგია – თუ გინდათ ფული მოიზიდოთ
თუ კერძო სახლში ცხოვრობთ, გამოიყენეთ იგივე წესები, ხოლო თუ სახლის ნომერში ასოც ფიგურირებს, მაგალითად, ცხოვრობთ ამა თუ იმ ქუჩის 31 ნომერში, ამ შემთხვევაში „ბ“ შეესაბამება 2-ს, რადგან ანბანის მეორე ასოა, ამდენად 3+1+2=6 – თქვენი სახლის ციფრი გამოდის 6.
ციფრი 1
თუ ერთიანია თქვენი ბინის ნომერი, ეს ნიშნავს, რომ სახლში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ცხოვრობდეს. ასეთი საცხოვრებლის ატმოსფერო განაწყობს იმისთვის, რომ ბინაში ნაკლები ჩხუბი და გაუგებრობა იყოს. თქვენი სახლის ნომერი „ერთი“ ნიშნავს, რომ თქვენი ოჯახის ენერგიას მართავს სწორედ ერთიანი და ხელს უწყობს იქ მობინადრეთა სიმტკიცეს, მეგობრობასა და სიყვარულს.
ნატალური ჰოროსკოპი: რომელ რიცხვში დაიბადეთ>>
ციფრი 2
ბინაში ნომრით 2 მუდამ სუფევს ენერგეტიკა, სადაც სასიამოვნოა მუშაობა, რამე მნიშვნელოვანი საქმის კეთება. ეს ენერგეტიკა ხელს უწყობს სწავლას, ახალი ცოდნისა და უნარების მიღებას. ამ ატმოსფეროში ადამიანებს უიოლდებათ რამე პრობლემაზე ყურადღების კონცენტრირება. თუმცა ყველაფერს მეორე მხარეც აქვს, ამ შემთხვევაში ასეთ ბინაში ძნელია დასვენება და რელაქსაცია.
ციფრი 3
ციფრი სამი მიუთითებს, რომ სახლი იდეალურად ესადაგება სულიერ ძიებებსა და პრაქტიკას, ლოცვას, მედიტაციას. ასეთი საცხოვრებლის ენერგეტიკა სუფთაა და რამის შექმნაზეა ორიენტირებული. მინუსია ის, რომ ასეთ ბინაში ადამიანებს დიდხანს დარჩენა უჭირთ. სამაგიეროდ, არ მოქმედებს მაგიური გავლენები. სამიანი აფრთხობს უსიამოვნო ნაკადებსა და ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს.
ადამიანის ენერგეტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2022
როგორ გავწმინდოთ სახლი ნეგატიური ენერგიისგან - სასარგებლო რჩევები
ციფრი 4
ოთხიანი კოლექტიური ციფრია, ამიტომ ბინა ამ ნომრით ამტკიცებს ნათესაურ კავშირებს, პოზიტიურ ურთიერთობებს. არის ძალზე მეგობრული ატმოსფერო, რომელშიც არაკეთილმოსურნეებიც კი ადვილად შედიან. ამიტომ ჯობს ასეთი ნომრით ბინაში არ მიიყვანოთ ადამიანი, რომელსაც თქვენთვის ზიანის მოყენება შეუძლია ან თქვენი შეშურდება.
ციფრი 5
ხუთიანი თქვენს სახლს წარმატების განსაკუთრებულ აურას ანიჭებს. ის ბინას ავსებს პოზიტივით, თქვენს სახლში მოსულ ყველა ადამიანს უმძაფრებს ინტუიციას. სწორედ ამიტომ თქვენთან ხშირად იკრიბებიან სტუმრები. მცირეოდენი ნეგატიური ეფექტი ამ ციფრისა ისაა, რომ ამ საცხოვრებელმა, შესაძლოა, სენტიმენტალური განწყობები წარმოშვას.
ქორწინება ციფრებში, ანუ როგორია თქვენი ოჯახი ქორწინების ციფრის მიხედვით>>
ციფრი 6
ექვსიანს განსაკუთრებული დინამიკა გააჩნია, მძლავრი ენერგია, რომელიც მუდმივი საქმიანობისთვის განაწყობს. ასეთ ბინებში მცხოვრებლებს ხშირად ეცვლებათ განწყობა უმიზეზოდ, ხშირად განიცდიან და აწყდებიან სტრესსა და ქაოსს.
ციფრი 7
ამ ნომრის ბინის ატმოსფერო განაწყობს პასუხისმგებლობის, მოკრძალებისა და სიცოცხლის სიყვარულისადმი. ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული ნომერია. ის ადამიანებს ეხმარება ყველაზე მნიშვნელოვანზე კონცენტრირებაში, ერთიან, მტკიცე გუნდში გაერთიანებაში. ასეთი სახლის ერთადერთი წესია ერთმანეთის ნდობა.
Северное сияние звездное небо - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2018
საბედისწერო ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
ციფრი 8
ეს ყველაზე მატერიალური ციფრია ნუმეროლოგიაში. მისი ენერგეტიკა მშვენივრად ესადაგება ისეთ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ფიქრობენ საქმეზე და კრეატიულად აზროვნებას ცდილობენ. ასეთ ბინაში მშვიდი და ზომიერი შრომა ძალიან ეფექტური არ იქნება, ხოლო შემოქმედებითი საქმიანობა ნამდვილად დაიმკვიდრებს თავის ადგილს თქვენს ცხოვრებაში.
ციფრი 9
ცხრიანი ძალიან კარგი ციფრია თქვენი სახლისთვის. ამ ციფრს აქვს შემოქმედებითი ენერგეტიკა, ეხმარება ფინანსებისა და სასიყვარულო იღბლის მოზიდვაში. ასეთ ბინაში მცხოვრები ადამიანები იქნებიან ბედნიერი, ადვილად დაივიწყებენ წყენებს და პრობლემებს ერთად გადაჭრიან.
ყველა ახალი ამბავი
0