https://sputnik-georgia.com/20221020/soso-gogashvili-patimrobashi-rcheba-271512742.html
სოსო გოგაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება
სოსო გოგაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება
Sputnik საქართველო
დაცვის მხარე ყოფილი მაღალჩინოსნის 50.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. 20.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-20T17:17+0400
2022-10-20T17:17+0400
2022-10-20T21:01+0400
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/97/235279775_0:112:2658:1607_1920x0_80_0_0_ce188782ec1bfcb3b88e798f5ab5729a.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსის) უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ (სოსო) გოგაშვილი პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიზო უბილავამ მიიღო.თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა, რომელსაც ბრალდებული გოგაშვილი პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა.დღეს გამართულ პროცესზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. პროცესზე ასევე იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე და, მოსამართლის გადაწყვეტილებით, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად იქნა ცნობილი.უბილავამ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა, რომელიც მაღალჩინოსნის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა. დაცვის მხარე კი გოგაშვილის 50.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.ბინები, მიწები, ავტომობილები, იარაღი – გოგაშვილის ქონება დაყადაღებულია>>>სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს.საქართველოს პროკურატურამ გოგაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ მაღალჩინოსანს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.გოგაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. დაკავებამდე ერთი დღით ადრე გოგაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქვს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და მასალები უკვე გააცნო დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებს.გოგაშვილი დაკავების შემდეგ პერიოდულად განცხადებებს ავრცელებს. მისი ბოლო განცხადებები ეხებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის კავშირს რუსეთის „ეფესბესთან“ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/97/235279775_0:0:2143:1607_1920x0_80_0_0_6062ce3f83b6c111290e6a50ffffa19e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სოსო გოგაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება
17:17 20.10.2022 (განახლებულია: 21:01 20.10.2022) დაცვის მხარე ყოფილი მაღალჩინოსნის 50.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსის) უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ (სოსო) გოგაშვილი პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიზო უბილავამ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა, რომელსაც ბრალდებული გოგაშვილი პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა.
დღეს გამართულ პროცესზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. პროცესზე ასევე იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე და, მოსამართლის გადაწყვეტილებით, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად იქნა ცნობილი.
უბილავამ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა, რომელიც მაღალჩინოსნის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა. დაცვის მხარე კი გოგაშვილის 50.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს.
საქართველოს პროკურატურამ გოგაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ მაღალჩინოსანს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
გოგაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. დაკავებამდე ერთი დღით ადრე გოგაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქვს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და მასალები უკვე გააცნო დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებს.
გოგაშვილი დაკავების შემდეგ პერიოდულად განცხადებებს ავრცელებს. მისი ბოლო განცხადებები ეხებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის კავშირს რუსეთის „ეფესბესთან“ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლას.