ბინები, მიწები, ავტომობილები, იარაღი – გოგაშვილის ქონება დაყადაღებულია

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტა
პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2022
გამოწერა
გადაწყვეტილება ფულის გათეთრების შესახებ საქმის გამოძიების ფარგლებში მიიღეს.
თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის იოსებ (სოსო) გოგაშვილის, მისი ოჯახისა და ახლო გარემოცვის დაყადაღებული ქონების სია გამოაქვეყნა: მიწის 34 ნაკვეთი, 13 ავტომობილი და იარაღი.
სასამართლოსშესაბამისი განჩინება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა პარასკევს აღასრულეს. სასამართლომ გადაწყვეტილება სააგენტოს მიერ ფულის გათეთრების შესახებ გამოძიების ფარგლებში სამშაბათს მიიღო.
დაყადაღებულია 443,9 ჰექტარი საერთო ფართობის 34 მიწის ნაკვეთი თბილისში, კახეთში, ხონში, მარტყოფსა და ბაკურიანში, ოთხი ბინა და სასტუმრო სიღნაღში.
ასევე დაყადაღდა 13 ავტომობილი, სამი ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, სამი ერთეული მოტოტექნიკა და 15 ცეცხლსასროლი იარაღი.
ქონების რეალური საბაზრო ღირებულებების დასადგენად დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა.
სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ შესაძლოა ახალი საქმე აღიძრას>>
გოგაშვილი სუსის უფროსის მოადგილე 2015–2018 წლებში იყო.
გოგაშვილი 16 ივლისიდან საპატიმროში იმყოფება. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება, შენახვა, გავრცელება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.
ბრალი ფულის გათეთრებაში მისთვის ჯერ არ წარუდგენიათ. საქმის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. სუსი ამ ეტაპზე მხოლოდ დაყადაღებული ქონების შესახებ ინფორმაციით შემოიფარგლა.
სკანდალი სასამართლო სისტემაში: მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდებოდა?>>
გოგაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. დაკავებამდე ერთი დღით ადრე გოგაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქვს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და მასალები უკვე გააცნო დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებს.
გოგაშვილი დაკავების შემდეგ პერიოდულად განცხადებებს ავრცელებს. მისი ბოლო განცხადებები იყო შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის დადანაშაულება რუსეთის „ეფესბესთან“ კავშირში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0