https://sputnik-georgia.com/20220920/skandali-sasamartlo-sistemasi-mosamartleebze-zewola-xorcieldeboda-270627423.html
სკანდალი სასამართლო სისტემაში: მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდებოდა?
სკანდალი სასამართლო სისტემაში: მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდებოდა?
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება მოსამართლეთა აღიარებებს აბსურდულს უწოდებს 20.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-20T23:43+0400
2022-09-20T23:43+0400
2022-09-20T23:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
სასამართლო სკანდალი საქართველოში 2020
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251991213_0:214:2048:1366_1920x0_80_0_0_97b76421de82f4956888053c8d063a39.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, იოსებ (სოსო) გოგაშვილმა დაადასტურა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გახმაურებულ საქმეზე ყოფილ მოსამართლე ბესარიონ ალავიძეზე ზეწოლა ხორციელდებოდა.გასულ კვირაში ალავიძემ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებზე და მის მიერ მოწყობილ „ქუჩის გარჩევებზე“ ისაუბრა. ალავიძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ მიუღია წინადადება კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილების მიღების შესახებ. მაგრამ ალავიძეს არ დაუკონკრეტებია, რომელ საქმეებზეა საუბარი.ამასთან, ალავიძე ამტკიცებს, რომ ბევრი მოსამართლე, მათ შორის თავადაც, გამხდარა დევნის ობიექტი, მათ უსამართლოდ მოექცნენ, აიძულეს დაეწერათ განცხადება, სისტემის დატოვების ან ქვედა ინსტანციაში გადასვლის შესახებ.გოგაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ჩინჩალაძემ ალავიძეზე არაერთი ზეწოლის შემდეგ ვერ მიაღწია მიზანს მიეღო მისგან თანხმობა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ხელისუფლებისთვის სასურველი გადაწყვეტილების შესახებ, მან საქმეში „მძიმე არტილერია“ ჩართო.„ალავიძეზე სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა შეგვეთავაზებინა მუდმივი სამსახური, ფულადი პრემია და ხელშეუხებლობა. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ინტერესებზე აპელირებით, უარის შემთხვევაში პრობლემების შექმნით“, - წერს გოგაშვილი.სუსში აღმოჩნდა თანამშრომელი, რომელიც ალავიძის დიდი ხნის ნაცნობი იყო და მასთან კარგ ურთიერთობაში იყო, სწორედ მას დაევალა ალავიძესთან შეხვედრის ორგანიზება და მისი დარწმუნება, ამბობს გოგაშვილი. მისი ინფორმაციით, რამდენიმე ასეთი შეხვედრა შედგა. შეხვედრების აუდიოჩანაწერები თავად გოგაშვილთან მიჰქონდათ, რომელიც, თავის მხრივ, მათ ჩინჩალაძეს უგზავნიდა.„რადგან ბესარიონ ალავიძემ გაბედა და დაიწყო მხილება, მე მას მოვუწოდებ ბოლომდე ისაუბროს და თქვას ყველაფერი ამ შეხვედრებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია გოგაშვილის მიმართვაში.ამასთან, ინფორმაცია, რომელიც გოგაშვილის მიმართვაშია მოყვანილი, თავად ალავიძემ არც დაადასტურა, არც უარყო. „ტვ პირველთან“ საუბარში ყოფილმა მოსამართლემ განმარტა, რომ მისი მიზანია - სასამართლო სისტემიდან კლანის წასვლაა, ინფორმაციის გასაჯაროებამ კი, შესაძლოა, ამ პროცესს ხელი შეუშალოს.ბრალდებებს მმართველ პარტიაშიც უპასუხეს. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამ ბრალდებებს აბსურდული უწოდა.„ხალხი გამოდის და კრიმინალს აღიარებს, ეს ხომ საოცრებაა. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და ა.შ. გამოდიან და თურმე მთელი ეს წლები დანაშაულს სჩადიოდნენ. აბსოლუტურად კომიკურია ეს ყველაფერი“, - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.კობახიძის თქმით, გოგაშვილი პირადად სთხოვდა დასაქმებას, ახლა კი „განაწყენდა და სისულელეებს ლაპარაკობს“. ალავიძესაც იგივე პრობლემა აქვს, მიაჩნია კობახიძეს - „განაწყენდა, რომ უზენაეს სასამართლოში არ დატოვეს“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251991213_205:0:2026:1366_1920x0_80_0_0_d84d6ba479e8d5c02e47f35273fe88fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სასამართლო სკანდალი საქართველოში 2020, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, სასამართლო სკანდალი საქართველოში 2020, პოლიტიკა საქართველოში
სკანდალი სასამართლო სისტემაში: მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდებოდა?
საქართველოს ხელისუფლება მოსამართლეთა აღიარებებს აბსურდულს უწოდებს
თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, იოსებ (სოსო) გოგაშვილმა დაადასტურა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გახმაურებულ საქმეზე ყოფილ მოსამართლე ბესარიონ ალავიძეზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
გასულ კვირაში ალავიძემ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებზე და მის მიერ მოწყობილ „ქუჩის გარჩევებზე“ ისაუბრა. ალავიძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ მიუღია წინადადება კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილების მიღების შესახებ. მაგრამ ალავიძეს არ დაუკონკრეტებია, რომელ საქმეებზეა საუბარი.
ამასთან, ალავიძე ამტკიცებს, რომ ბევრი მოსამართლე, მათ შორის თავადაც, გამხდარა დევნის ობიექტი, მათ უსამართლოდ მოექცნენ, აიძულეს დაეწერათ განცხადება, სისტემის დატოვების ან ქვედა ინსტანციაში გადასვლის შესახებ.
„ვადასტურებ ბესარიონ ალავიძის მიერ ინტერვიუში მოყვანილ ზეწოლის ფაქტს. ეს განვახორციელეთ ჩვენ სუს-მა მიხეილ ჩინჩალაძის (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე - რედ.) მოთხოვნის შემდეგ“, - წერს გოგაშვილი თავის მიმართვაში.
გოგაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ჩინჩალაძემ ალავიძეზე არაერთი ზეწოლის შემდეგ ვერ მიაღწია მიზანს მიეღო მისგან თანხმობა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ხელისუფლებისთვის სასურველი გადაწყვეტილების შესახებ, მან საქმეში „მძიმე არტილერია“ ჩართო.
„ალავიძეზე სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა შეგვეთავაზებინა მუდმივი სამსახური, ფულადი პრემია და ხელშეუხებლობა. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ინტერესებზე აპელირებით, უარის შემთხვევაში პრობლემების შექმნით“, - წერს გოგაშვილი.
სუსში აღმოჩნდა თანამშრომელი, რომელიც ალავიძის დიდი ხნის ნაცნობი იყო და მასთან კარგ ურთიერთობაში იყო, სწორედ მას დაევალა ალავიძესთან შეხვედრის ორგანიზება და მისი დარწმუნება, ამბობს გოგაშვილი. მისი ინფორმაციით, რამდენიმე ასეთი შეხვედრა შედგა. შეხვედრების აუდიოჩანაწერები თავად გოგაშვილთან მიჰქონდათ, რომელიც, თავის მხრივ, მათ ჩინჩალაძეს უგზავნიდა.
„რადგან ბესარიონ ალავიძემ გაბედა და დაიწყო მხილება, მე მას მოვუწოდებ ბოლომდე ისაუბროს და თქვას ყველაფერი ამ შეხვედრებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია გოგაშვილის მიმართვაში.
ამასთან, ინფორმაცია, რომელიც გოგაშვილის მიმართვაშია მოყვანილი, თავად ალავიძემ არც დაადასტურა, არც უარყო. „ტვ პირველთან“ საუბარში ყოფილმა მოსამართლემ განმარტა, რომ მისი მიზანია - სასამართლო სისტემიდან კლანის წასვლაა, ინფორმაციის გასაჯაროებამ კი, შესაძლოა, ამ პროცესს ხელი შეუშალოს.
„ჩემი ინტერესია, რომ ამ ქვეყანსა დავეხმარო, რომ კლანი წავიდეს სასამართლო სისტემიდან. აქედან გამოდინარე, მე არ მინდა, რომ ისე მოაწყონ ყველაფერი მერე და ისეთი გეგმა შექმნან, რომელთან წინააღმდეგობაც მერე უფრო გართულდება. აქედან გამომდინარე, არ მინდა, რომ ამ ეტაპზე დეტალებზე ვისაუბრო“, - განაცხადა ალავიძემ.
ბრალდებებს მმართველ პარტიაშიც უპასუხეს. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამ ბრალდებებს აბსურდული უწოდა.
„ხალხი გამოდის და კრიმინალს აღიარებს, ეს ხომ საოცრებაა. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და ა.შ. გამოდიან და თურმე მთელი ეს წლები დანაშაულს სჩადიოდნენ. აბსოლუტურად კომიკურია ეს ყველაფერი“, - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
კობახიძის თქმით, გოგაშვილი პირადად სთხოვდა დასაქმებას, ახლა კი „განაწყენდა და სისულელეებს ლაპარაკობს“. ალავიძესაც იგივე პრობლემა აქვს, მიაჩნია კობახიძეს - „განაწყენდა, რომ უზენაეს სასამართლოში არ დატოვეს“.