მიხეილ სარჯველაძე: ამის შემდეგ რა უნდა იყოს მოსალოდნელი უკრაინისგან?

© Parliament of Georgiaმიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2022
გამოწერა
ცუდია ასეთი გადაწყვეტილებების არჩევა და არ ვიცი, ამის მერე რას უნდა ველოდოთ, განაცხადა დეპუტატმა.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. მას შემდეგ, რაც უკრაინამ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა მოითხოვა, მისი დანარჩენი გადაწყვეტილებები გასაკვირი არ არის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
მან ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც უკრაინამ საქართველოს ოთხი მოქალაქე სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინამ სანქციების ქვეშ მყოფთა სიაში შეიყვანა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი. ყველა მათგანი დაკავშირებულია საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან.

„იმ უწყებისგან, რომლის ხელმძღვანელიც გამოდიოდა არცთუ ისე დიდი ხნის წინ და აცხადებდა, საქართველომ მეორე ფრონტი უნდა გახსნას, ქალები და ბავშვები უნდა იხოცებოდნენო, ნამდვილად არ არის გასაკვირი ეს გადაწყვეტილება... ცუდია ასეთი გადაწყვეტილებების არჩევა. ამის შემდეგ რა უნდა იყოს მოსალოდნელი?“ – განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოში უკრაინის მიერ ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაგმეს >>
ზელენსკის განკარგულებით, სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებს არა მხოლოდ გაუყინეს უკრაინაში არსებული აქტივები და გაუუქმეს მოქმედი ლიცენზიები, არამედ აეკრძალათ უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობების განხორციელება ან უკრაინის გავლით საქონლის ტრანზიტი.
უკრაინა აპირებს საქართველოს მოქალაქეებისთვის მსგავსი სანქციების დაწესების თხოვნით მიმართოს ევროკავშირს, აშშ-ს და სხვა ქვეყნებს.
ყველა ახალი ამბავი
0