https://sputnik-georgia.com/20221020/saqartvelom-ukrainis-mier-qveynis-moqalaqeebis-winaarmdeg-sanqciebis-daweseba-dagmo-271518359.html
საქართველოში უკრაინის მიერ ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაგმეს
საქართველოში უკრაინის მიერ ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაგმეს
Sputnik საქართველო
ზელენსკის განკარგულებით სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინაში მათი ქონება გაუყინეს. 20.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-20T18:50+0400
2022-10-20T18:50+0400
2022-10-20T21:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
უკრაინა
ბიძინა ივანიშვილი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23320/39/233203965_0:124:3076:1854_1920x0_80_0_0_3e7831707d5ac27f9491308eeb9b3e83.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინა რუსეთის შემდეგ მეორე ქვეყანაა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები დააწესა, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ქარუმიძემ.პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინამ სანქციების ქვეშ მყოფთა სიაში შეიყვანა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი. ყველა მათგანი დაკავშირებულია საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან.ზელენსკის განკარგულებით, სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებს არა მხოლოდ გაუყინეს უკრაინაში არსებული აქტივები და გაუუქმეს მოქმედი ლიცენზიები, არამედ აეკრძალათ უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობების განხორციელება ან უკრაინის გავლით საქონლის ტრანზიტი.უკრაინა აპირებს საქართველოს მოქალაქეებისთვის მსგავსი სანქციების დაწესების თხოვნით მიმართოს ევროკავშირს, აშშ-ს და სხვა ქვეყნებს.თავად ბიძინა ივანიშვილი უკრაინულ სიაში არ მოხვდა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლება, ისევე, როგორც საქართველოში წამყვანი ოპოზიციური პარტიები, მას უწოდებენ ოლიგარქს, რომელსაც რუსეთთან კავშირები აქვს.მეტიც, ივნისში ევროპარლამენტმა მიიღო მკაცრი რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია ივანიშვილის „დესტრუქციულ როლზე“ – „ერთადერთ ოლიგარქზე საქართველოში, რომელსაც აქვს პირადი და საქმიანი კავშირები კრემლთან". ევროკავშირის საბჭოსთვის მიცემულ ერთ-ერთ რეკომენდაციაში საუბარია ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23320/39/233203965_345:0:3076:2048_1920x0_80_0_0_e3dddf82f94a289ee1a6dec41fb63983.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა , ბიძინა ივანიშვილი , პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა , ბიძინა ივანიშვილი , პოლიტიკა
საქართველოში უკრაინის მიერ ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაგმეს
18:50 20.10.2022 (განახლებულია: 21:17 20.10.2022) ზელენსკის განკარგულებით სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინაში მათი ქონება გაუყინეს.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინა რუსეთის შემდეგ მეორე ქვეყანაა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები დააწესა, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ქარუმიძემ.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინამ სანქციების ქვეშ მყოფთა სიაში შეიყვანა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი. ყველა მათგანი დაკავშირებულია საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან.
„ჩემი სრული იმედგაცრუება – უკრაინა რუსეთის შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც სანქციები დაუწესა ქართველებს“, – დაწერა ქარუმიძემ.
ზელენსკის განკარგულებით, სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებს არა მხოლოდ გაუყინეს უკრაინაში არსებული აქტივები და გაუუქმეს მოქმედი ლიცენზიები, არამედ აეკრძალათ უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობების განხორციელება ან უკრაინის გავლით საქონლის ტრანზიტი.
უკრაინა აპირებს საქართველოს მოქალაქეებისთვის მსგავსი სანქციების დაწესების თხოვნით მიმართოს ევროკავშირს, აშშ-ს და სხვა ქვეყნებს.
თავად ბიძინა ივანიშვილი უკრაინულ სიაში არ მოხვდა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლება, ისევე, როგორც საქართველოში წამყვანი ოპოზიციური პარტიები, მას უწოდებენ ოლიგარქს, რომელსაც რუსეთთან კავშირები აქვს.
მეტიც, ივნისში ევროპარლამენტმა მიიღო მკაცრი რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია ივანიშვილის „დესტრუქციულ როლზე“ – „ერთადერთ ოლიგარქზე საქართველოში, რომელსაც აქვს პირადი და საქმიანი კავშირები კრემლთან". ევროკავშირის საბჭოსთვის მიცემულ ერთ-ერთ რეკომენდაციაში საუბარია ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე.