ადვოკატი: მამაცაშვილის ბიზნესი უკრაინული სანქციების მიზეზი ვერ გახდებოდა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის მთავრობის შენობა
უკრაინის მთავრობის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2022
გამოწერა
უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილება მიღებულია ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების გარეშე და წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციას, განაცხადა ადვოკატმა
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. არც ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი და არც მისი ოჯახის წევრები არ არიან დაკავებული ისეთი საქმიანობით, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მიერ სანქციების დაწესების მიზეზი გახდებოდა, - ნათქვამია ბიზნესმენის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებაში.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინამ სანქციების ქვეშ მყოფთა სიაში შეიყვანა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი. ყველა მათგანი დაკავშირებულია საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან.
„არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილი ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი, რაიმე ფორმით შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ საქმიანობასთან, რაც საფუძველი გახდებოდა მათ მიმართ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ადვოკატმა უკრაინის ხელისუფლების ქმედებებს „პოლიტიკური სპეკულაცია“ უწოდა.
„უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება თავისთავად მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას და წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ზელენსკის განკარგულებით, სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებს არა მხოლოდ გაუყინეს უკრაინაში არსებული აქტივები და გაუუქმეს მოქმედი ლიცენზიები, არამედ აეკრძალათ უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობების განხორციელება ან უკრაინის გავლით საქონლის ტრანზიტი.
ირაკლი კობახიძე: ზელენსკის გადაწყვეტილება არის სასოწარკვეთილი მცდელობა >>
უკრაინა აპირებს საქართველოს მოქალაქეებისთვის მსგავსი სანქციების დაწესების თხოვნით მიმართოს ევროკავშირს, აშშ-ს და სხვა ქვეყნებს.
თავად ბიძინა ივანიშვილი უკრაინულ სიაში არ მოხვდა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლება, ისევე, როგორც საქართველოში წამყვანი ოპოზიციური პარტიები, მას უწოდებენ ოლიგარქს, რომელსაც რუსეთთან კავშირები აქვს.
საქართველოში უკრაინის მიერ ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაგმეს >>
მეტიც, ივნისში ევროპარლამენტმა მიიღო მკაცრი რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია ივანიშვილის „დესტრუქციულ როლზე“ – „ერთადერთ ოლიგარქზე საქართველოში, რომელსაც აქვს პირადი და საქმიანი კავშირები კრემლთან". ევროკავშირის საბჭოსთვის მიცემულ ერთ-ერთ რეკომენდაციაში საუბარია ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0