https://sputnik-georgia.com/20221019/israeli-ukrainas-seiararebis-sistemebs-ar-miawodebs-271485239.html
ისრაელი უკრაინას შეიარაღების სისტემებს არ მიაწვდის
ისრაელი უკრაინას შეიარაღების სისტემებს არ მიაწვდის
Sputnik საქართველო
უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკა ისრაელის მხრიდან ჰუმანიტარული დახმარებით გამოიხატება, აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. 19.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-19T21:14+0400
2022-10-19T21:14+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
ისრაელი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/13/271474291_0:0:1600:900_1920x0_80_0_0_8562cda50325df5ced43a86c3d3f21a5.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. ისრაელის ხელისუფლება არ მიაწვდის უკრაინას შეიარაღებას რიგი მოსაზრებების გამო, განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებისთვის გამართულ ბრიფინგზე.ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელი მხარს უჭერდა და დღესაც მხარს უჭერს უკრაინას, ნატოსა და დასავლეთს, იუწყება „რია ნოვოსტი“ ისრაელის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით.მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკა ისრაელის მხრიდან ჰუმანიტარული დახმარებითა და სამაშველო-დამცავი აღჭურვილობის მიწოდებით შემოიფარგლება.ამას წინათ ისრაელის დიასპორის საქმეთა მინისტრმა ნაჰმან შაიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება უნდა აღმოუჩინოს ირანის მხრიდან რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ. თავად ეს ინფორმაცია რუსეთსა და ირანში არაერთხელ უარყვეს. ისრაელი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კიევს მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას და საგანგებო სამსახურების სამოქალაქო თანამშრომლების დამცავი საშუალებების შეზღუდულ პარტიებს უგზავნის.რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან კიევისთვის იარაღის მიწოდება წინდაუხედავი ნაბიჯი იქნებოდა და რუსეთთან ურთიერთობას დაანგრევდა.
ისრაელი
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/13/271474291_0:0:1467:1100_1920x0_80_0_0_56cf354dbd35602c456a1677f36ee303.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ისრაელი , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
ისრაელი , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
ისრაელი უკრაინას შეიარაღების სისტემებს არ მიაწვდის
21:14 19.10.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკა ისრაელის მხრიდან ჰუმანიტარული დახმარებით გამოიხატება, აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. ისრაელის ხელისუფლება არ მიაწვდის უკრაინას შეიარაღებას რიგი მოსაზრებების გამო, განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებისთვის გამართულ ბრიფინგზე.
ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელი მხარს უჭერდა და დღესაც მხარს უჭერს უკრაინას, ნატოსა და დასავლეთს, იუწყება „რია ნოვოსტი“ ისრაელის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით.
„ჩვენ ვგეგმავთ იმ დახმარების დამატებითი პაკეტის განხილვასა და დამტკიცებას, რომელსაც ადრეც ვაწვდიდით. ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ისრაელი არ მიაწვდის უკრაინას შეიარაღების სისტემებს რიგი ოპერატიული მოსაზრებების გამო. უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ იმ ფარგლებში, რომლებშიც ამას ადრე ვაკეთებდით“, – ხაზი გაუსვა თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკა ისრაელის მხრიდან ჰუმანიტარული დახმარებითა და სამაშველო-დამცავი აღჭურვილობის მიწოდებით შემოიფარგლება.
ამას წინათ ისრაელის დიასპორის საქმეთა მინისტრმა ნაჰმან შაიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება უნდა აღმოუჩინოს ირანის მხრიდან რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ. თავად ეს ინფორმაცია რუსეთსა და ირანში არაერთხელ უარყვეს. ისრაელი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კიევს მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას და საგანგებო სამსახურების სამოქალაქო თანამშრომლების დამცავი საშუალებების შეზღუდულ პარტიებს უგზავნის.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან კიევისთვის იარაღის მიწოდება წინდაუხედავი ნაბიჯი იქნებოდა და რუსეთთან ურთიერთობას დაანგრევდა.