ევრო-2023 ფეხბურთში: ვის შეხვდება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები - მატჩების განრიგი

© courtesy of Georgian Football Federation საქართველო ფეხბურთში U-21 ევროპის ჩემპიონატის მისაღებად ემზადება
საქართველო ფეხბურთში U-21 ევროპის ჩემპიონატის მისაღებად ემზადება - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2022
გამოწერა
გუნდების კენჭისყრა 18 ოქტომბერს რუმინეთის დედაქალაქში გაიმართა.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთში (U-21) 2023 წლის ივნისში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პორტუგალიის, ნიდერლანდისა და ბელგიის გუნდებს დაუპირისპირდება. გუნდების კენჭისყრა გუშინ ბუქარესტში გაიმართა.
უეფას გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატი 21-წლამდელთა შორის ორ ქვეყანაში გაიმართება. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეები საქართველოსა და რუმინეთში ჩავლენ. ასეთი გადაწყვეტილება ევროპის ფეხბურთის ხელმძღვანელმა ორგანომ 2020 წლის 3 დეკემბერს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.
საქართველო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადება>>
А ჯგუფის თამაშების განრიგი:
21 ივნისი
საქართველო–პორტუგალია
ნიდერლანდი–ბელგია
24 ივნისი
საქართველო–ბელგია
ნიდერლანდი–პორტუგალია
27 ივნისი
საქართველო–ნიდერლანდი
ბელგია–პორტუგალია.
ევრო-2023-ის ახალგაზრდული გუნდების ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე ჩატარდება, ხოლო ჩემპიონატის გახსნას რუმინეთი უმასპინძლებს. ჯგუფური მატჩები ოთხ სტადიონზე გაიმართება – ბათუმში, ფოთსა და თბილისში („დინამო არენა“ და მიხეილ მესხის სტადიონი).
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0