თურქეთიდან საქართველოში დანებისა და პისტოლეტების შემოტანას ცდილობდნენ

© photo: Sputnik / Stringerსაკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი“
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი“ - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
გამოწერა
ავტომობილის ჩხრეკის დროს, რომელსაც დაკავებული მართავდა, ორი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა მებაჟეებმა ქვეყანაში საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფის“ (საქართველო-თურქეთის საზღვარი) გავლით ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში არადეკლარირებული იარაღის შემოტანას საქართველოს მოქალაქე ცდილობდა.
ავტომობილის ჩხრეკის დროს, რომელსაც დაკავებული მართავდა, აღმოაჩინეს ორი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე იარაღის დეტალები, 18 ვაზნა და სხვადასხვა ზომის 5 დანა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0