წარმატების ფასი, ანუ როცა ყველა გამოწვევას დაძლევ

© courtesy of Shalva Berianidzeბათუმში ერთ-ერთი აქტივობის დროს
ბათუმში ერთ-ერთი აქტივობის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
გამოწერა
იმისთვის, რომ წარმატებული გამხდარიყო, ყველაფერი გააკეთა. თბილისში სკოლა „კანდიდის“ დამთავრების შემდეგ დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. წარჩინებული სწავლის გამო უნივერსიტეტის სტიპენდიანტი გახდა.
ამის მერე სწავლის გასაგრძელებლად უცხოეთში გაემგზავრა. შოტლანდიაში, გლაზგოს უნივერსიტეტში ერასმუსის პროგრამით, ანუ სრული დაფინანსებით მოხვდა. შალვა ბერიანიძე ამ უნივერსიტეტის ისტორიაში პირველი ქართველია, რომელიც გლობალური შესაძლებლობების ელჩი გახდა. დანარჩენს მასალიდან შეიტყობთ.
© photo: courtesy of Shalva Berianidzeშალვა ბერიანიძე
შალვა ბერიანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
შალვა ბერიანიძე
- შალვა, გლაზგოს უნივერსიტეტში როგორ მოხვდით?
- დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, შოტლანდიაში 2020-21 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მოვხვდი ერასმუსის პროგრამით, რაც სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. თუმცა იმ პერიოდში ჩემს ოჯახს სამგზავრო ბილეთისთვის საჭირო თანხაც კი არ გააჩნდა. მაშინ მივმართე ჩემს ერთგულ ფონდ „იავნანას“ თხოვნით, რომ სამგზავრო ხარჯები დაეფარა. ფონდმა ჩემი თხოვნა დააკმაყოფილა და სწორედ მათი შეწევნით ჩამოვედი დიდ ბრიტანეთში.
© photo: courtesy of Shalva Berianidzeუცხოელ მეგობრებთან ერთად
უცხოელ მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
უცხოელ მეგობრებთან ერთად
- მანამდე საქართველოში როგორი რეალობის წინაშე აღმოჩნდით?
- 12 წლის ვიყავი, როდესაც მე, ჩემი ძმა და მამაჩემი იმ რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, რომ დედა სხვა ქვეყანაში სამუშაოდ უნდა წასულიყო. ასეც მოხდა და დაიწყო უდედო დღეები, სავსე მონატრებით და მისი ნახვის სურვილით. სწორედ ამ პერიოდში დავიწყე ლექსების წერა და აღმოჩნდა, რომ ის დარდი მხოლოდ ამ გზით მოვინელე. კარგად მახსოვს, პირველი ხუთი კლასი ქურასთან ვთბებოდით, ბევრჯერ შეშაც წაგვიღია სახლიდან. შემდეგ ჩვენთან ერთად სკოლაც იცვლებოდა, შენობა გარემონტდა და გალამაზდა, ცენტრალური გათბობაც გაკეთდა. თბილისში დავამთავრე სკოლა „კანდიდი“ და იმავე წელს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.
© photo: courtesy of Shalva Berianidzeშალვა ბერიანიძე
შალვა ბერიანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
შალვა ბერიანიძე
- საქართველოს შვიდ საუკეთესო სტუდენტთა შორის თქვენი სახელი და გვარიც იყო...
- ეს მოხდა 2016 წელს, როცა წარჩინებული სწავლის გამო უნივერსიტეტის სტიპენდიანტი გავხდი. სწორედ მაშინ დამასახელეს საქართველოს მასშტაბით შვიდ საუკეთესო სტუდენტს შორის, რის გამოც ფონდმა „იავნანამ“ ექვსთვიანი სტიპენდია დამინიშნა. 2019 წელს სწავლა წითელ დიპლომზე დავასრულე და სოციალურ მეცნიერებებში (ჟურნალისტიკა) ოთხწლიანი შრომის შედეგად ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მივიღე.
© photo: courtesy of Shalva Berianidzeპრეზენტაციაზე
პრეზენტაციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
პრეზენტაციაზე
- შოტლანდიაში რა ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით?
- როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი, სულ მეგონა, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ მდიდარი ოჯახის შვილები სწავლობდნენ. იქ ჩასვლის დღიდან მთელი რიგი გამოწვევების წინაშე აღმოვჩდი, მაგრამ ყველა მათგანი დავძლიე. მაშინ პანდემია იყო, რის გამოც შოტლანდია დაცლილი და უფერული დამხვდა. ამიტომ მისი ნახვით ე.წ. „კულტურული შოკი“ ნაკლებად მივიღე, თუმცა საერთოდ გლაზგო ზედმიწევნით ასახავს როგორც უძველესი კულტურის, ასევე თანამედროვე ცხოვრების მომენტებს, ამიტომ შეუძლებელია გულგრილი დაგტოვოს.
© photo: courtesy of Shalva Berianidzeშალვა ბერიანიძე
შალვა ბერიანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
შალვა ბერიანიძე
- გლაზგომდე იტალიაში სემინარებს კითხულობდით...
- იტალიაში ექვსი კვირის განმავლობაში „აისეკის“ გაცვლითი პროგრამით 2017 წელს ვიყავი. ამ დროის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა, რომ ერთ-ერთ სკოლაში IX–XI და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან ჩამეტარებინა სემინარები კულტურის, განათლებისა და ევროპის კავშირის შესახებ. ეს იყო ჩემთვის პირველი საერთაშორისო გამოცდილება, რომელმაც ჩემზე გავლენა იქონია. ასე თუ ისე, შევძელი იმ ახალგაზრდებისთვის ჩემი ცოდნისა და დადებითი ემოციების გაზიარება.
© photo: courtesy of Shalva Berianidzeგლაზგოს უნივერისტეტის შენობასთან
გლაზგოს უნივერისტეტის შენობასთან - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
გლაზგოს უნივერისტეტის შენობასთან
- რა გამოცდილება შეგძინათ „აისეკის“ პროგრამაში მონაწილეობამ?
- მაშინ გამიჩნდა განცდა, რომ ადამიანებზე პოზიტიური გავლენის მოხდენა მართლა შემიძლია. როდესაც იტალიის მერე საქართველოში დავბრუნდი, როგორც ადამიანური რესურსების ვიცე-პრეზიდენტმა, ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთ ადგილობრივ კომიტეტში მთელი წელი მოხალისედ ვიმუშავე. მაშინ მომეცა შესაძლებლობა, რომ ურთიერთობა დამემყარებინა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ თანატოლებთან, რამაც საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში უფრო მეტად გამიფართოვა თვალსაწიერი.
© photo: courtesy of Shalva Berianidzeმომავალ ჟურნალისტებთან ერთად
მომავალ ჟურნალისტებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
მომავალ ჟურნალისტებთან ერთად
- ქართველები მზის გარეშე დიდხანს ვერ ვძლებთ და მუდმივად უამინდობას როგორ შეეგუეთ?
- წინასწარ ვიცოდი, რომ ოკეანესთან სიახლოვის გამო აქ უფრო ხშირად წვიმს და ცივი ამინდებია, მაგრამ მაინც არ მეგონა, თუ კვირაში 5-6 დღე იწვიმებდა. როცა აქ ჩამოვედი, იმდენად ციოდა, რომ ზამთრის ტანსაცმელი ჩავიცვი. ამ დროს ქუჩაში ადგილობრივები მოკლე შორტებით დადიოდნენ. თავი იმდენად უხერხულად ვიგრძენი, რომ მეგონა სიცივის განცდას ვაზვიადებდი, თუმცა ეს უხერხულობა ნელ-ნელა მომეხსნა.
© photo: courtesy of Shalva Berianidzeგლაზგოს უნივერსტეტის ეზოში
გლაზგოს უნივერსტეტის ეზოში - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
გლაზგოს უნივერსტეტის ეზოში
- სამომავლო გეგმები როგორია?
- სამომავლოდ მინდა საფუძვლიანად შევისწავლო საგარეო პოლიტიკისა და სახელმწიფოთშორისი ურთიერთობები იმ საერთაშორისო სისტემაში, სადაც საქართველოს ადგილი და როლი თითქმის შეუმჩნეველია. მინდა საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში აქტიურად ჩავება.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0