https://sputnik-georgia.com/20221018/mdinaraze-vakis-parksi-momxdar-tragediaze-271424344.html
პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა - მდინარაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე
პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა - მდინარაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე
Sputnik საქართველო
გამომძიებლები ეცდებიან, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიაღწიონ შედეგს ამ საქმეზე, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა. 18.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-18T13:41+0400
2022-10-18T13:41+0400
2022-10-18T17:10+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
ქართული ოცნება
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251060826_0:0:2400:1350_1920x0_80_0_0_7c9c6e983586ddb23526b83d74064d4a.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ვინც დამნაშავეა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაში, რომლის შედეგად მოზარდი დაიღუპა, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ორი მოზარდი გადარჩა.ის დარწმუნებულია, რომ გამომძიებლები შეეცდებიან მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიაღწიონ კონკრეტულ შედეგებს ამ საქმეზე.„მეტს მე ვერაფერს გეტყვით ამასთან დაკავშირებით. არის უდიდესი ტრაგედია და, დარწმუნებული ვარ, ეს გათავისებული აქვს ყველას, მათ შორის, საგამოძიებო ორგანოებს, რომლებიც ამ საქმეს იძიებენ და შეეცდებიან უმოკლეს ვადებში... დადონ შედეგი“, – აღნიშნა მდინარაძემ.ტრაგედიის გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა 100-ზე მეტი ადამიანი. გარდა კომპანია „გრინ სერვისის“ ხელმძღვანელობისა და თანამშრომლებისა, რომელმაც ჩაუტარა შადრევანს რემონტი ვაკის პარკში, ასევე გამოიკითხნენ თბილისის მერიის თანამშრომლები, იმ სკოლის პედაგოგები და მანდატურები, სადაც სწავლობდა მოზარდი, მისი თანაკლასელები და მომხდარის მოწმეები.„გრინ სერვისის“ დირექტორი გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს>>მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარმოებს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.თბილისის მერმა კახა კალაძემ უკვე განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება, მათ შორის თავად ისიც, თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251060826_147:0:2280:1600_1920x0_80_0_0_8fe998e6b38ddb72fe77365a99b620be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ქართული ოცნება , საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ქართული ოცნება , საზოგადოება
პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა - მდინარაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე
13:41 18.10.2022 (განახლებულია: 17:10 18.10.2022) გამომძიებლები ეცდებიან, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიაღწიონ შედეგს ამ საქმეზე, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ვინც დამნაშავეა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაში, რომლის შედეგად მოზარდი დაიღუპა, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ორი მოზარდი გადარჩა.
„თუ ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. ეს იქნება ვიღაცის დაუდევრობა, იქნება ისეთი საქციელი ან მოქმედება, რამაც ეს შედეგი მოიტანა, დარწმუნებული ვარ, ამ პასუხისმგებლობას ვერავინ წაუვა“, – განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
ის დარწმუნებულია, რომ გამომძიებლები შეეცდებიან მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიაღწიონ კონკრეტულ შედეგებს ამ საქმეზე.
„მეტს მე ვერაფერს გეტყვით ამასთან დაკავშირებით. არის უდიდესი ტრაგედია და, დარწმუნებული ვარ, ეს გათავისებული აქვს ყველას, მათ შორის, საგამოძიებო ორგანოებს, რომლებიც ამ საქმეს იძიებენ და შეეცდებიან უმოკლეს ვადებში... დადონ შედეგი“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ტრაგედიის გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა 100-ზე მეტი ადამიანი. გარდა კომპანია „გრინ სერვისის“ ხელმძღვანელობისა და თანამშრომლებისა, რომელმაც ჩაუტარა შადრევანს რემონტი ვაკის პარკში, ასევე გამოიკითხნენ თბილისის მერიის თანამშრომლები, იმ სკოლის პედაგოგები და მანდატურები, სადაც სწავლობდა მოზარდი, მისი თანაკლასელები და მომხდარის მოწმეები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარმოებს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ უკვე განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება, მათ შორის თავად ისიც, თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება.