https://sputnik-georgia.com/20221018/avstralia-israeli-ierusalimi-271425018.html
ავსტრალია აღარ ცნობს იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად: წინა გადაწყვეტილება გაუქმებულია
ავსტრალია აღარ ცნობს იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად: წინა გადაწყვეტილება გაუქმებულია
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ავსტრალიის ხელისუფლებამ ქვეყნის წინა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა, რომელიც ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმს... 18.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-18T12:07+0400
2022-10-18T12:07+0400
2023-07-20T15:47+0400
მსოფლიო დღეს
ავსტრალია
ისრაელი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/12/271424857_0:32:3093:1772_1920x0_80_0_0_de0de428ff2e2929f9b76c4a2d36f457.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ავსტრალიის ხელისუფლებამ ქვეყნის წინა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა, რომელიც ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმს ცნობდა, იუწყება სააგენტო Reuters.როგორც ავსტრალიის მთავრობაში აცხადებენ, ეს საკითხი ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.დასავლეთი იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად 2018 წელს ცნო ავსტრალიის კონსერვატიულმა კოალიციურმა მთავრობამ სკოტ მორისონის მეთაურობით.იერუსალიმის სტატუსი, რომელსაც ისრაელიცა და პალესტინაც საკუთარ ქალაქად მიიჩნევენ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ისრაელი–პალესტინის კონფლიქტის დარეგულირებაში. ისრაელის პარლამენტმა 1980 წელს მიიღო კანონი, რომელიც იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს. 2017 წლის 6 დეკემბერს, ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად ცნო იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად და თავისი საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა. იმავე წლის 21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი, რომელიც არ ცნობს ტრამპის გადაწყვეტილებას იერუსალიმის სტატუსის შესახებ. რეზოლუციას მხარი 128 ქვეყანამ დაუჭირა, 9 წინააღმდეგი იყო, ხოლო კიდევ 35-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.
ავსტრალია
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/12/271424857_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ba242bf72f20f9e016fbe7631081e5cb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავსტრალია , ისრაელი , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ავსტრალია , ისრაელი , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ავსტრალია აღარ ცნობს იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად: წინა გადაწყვეტილება გაუქმებულია
12:07 18.10.2022 (განახლებულია: 15:47 20.07.2023) თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ავსტრალიის ხელისუფლებამ ქვეყნის წინა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა, რომელიც ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმს ცნობდა, იუწყება სააგენტო
Reuters.
როგორც ავსტრალიის მთავრობაში აცხადებენ, ეს საკითხი ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.
„ავსტრალია მხარს უჭერს ისეთ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ისრაელი და მომავალი პალესტინური სახელმწიფო მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში იარსებებენ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ისეთ მიდგომას, რომელიც ამ პერსპექტივას ძირს უთხრის“, — განაცხადა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა.
დასავლეთი იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად 2018 წელს ცნო ავსტრალიის კონსერვატიულმა კოალიციურმა მთავრობამ სკოტ მორისონის მეთაურობით.
იერუსალიმის სტატუსი, რომელსაც ისრაელიცა და პალესტინაც საკუთარ ქალაქად მიიჩნევენ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ისრაელი–პალესტინის კონფლიქტის დარეგულირებაში. ისრაელის პარლამენტმა 1980 წელს მიიღო კანონი, რომელიც იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს. 2017 წლის 6 დეკემბერს, ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად ცნო იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად და თავისი საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა. იმავე წლის 21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი, რომელიც არ ცნობს ტრამპის გადაწყვეტილებას იერუსალიმის სტატუსის შესახებ. რეზოლუციას მხარი 128 ქვეყანამ დაუჭირა, 9 წინააღმდეგი იყო, ხოლო კიდევ 35-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.