ხელვაჩაურში 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა: მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა

© photo: Sputnik / Evgeniya Novozhenina / გადასვლა მედიაბანკშიტიბეტური მასტიფის ჯიშის ძაღლი
ტიბეტური მასტიფის ჯიშის ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2022
გამოწერა
დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. ხელვაჩაურში 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა. ბავშვს დაზიანებები სახისა და კისრის არეში აქვს.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ბავშვი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
„ბავშვი სტაბილურადაა. ოპერაცია ჩაუტარდა. ეზოში ბავშვებთან ერთად თამაშობდა. ძაღლი მეზობლის არის და თამაშის დროს დაკბინა. ძაღლი დაბმული იყო, არ ვიცი რა მოხდა”, – განაცხადა ბავშვის დედამ თამუნა სურმანიძემ.
შემთხვევა ხელვაჩაურში სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ძაღლის თავდასხმა გუშინ, საღამოს რუსთავშიც მოხდა – პიტბულმა ოთხი ადამიანი დაგლიჯა. ოთხივე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ყველა ახალი ამბავი
0