https://sputnik-georgia.com/20221017/saqartvelosi-pirvelad-gantavsda-mwvane-obligaciebi-271391393.html
საქართველოში პირველად განთავსდა „მწვანე ობლიგაციები“
საქართველოში პირველად განთავსდა „მწვანე ობლიგაციები“
Sputnik საქართველო
შემოსავლები გამოყენებული იქნება განახლებადი ენერგიის წყაროების სფეროში კრედიტის რეფინანსირებისთვის. 17.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-17T10:14+0400
2022-10-17T10:14+0400
2022-10-17T15:48+0400
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486508_0:789:2048:1941_1920x0_80_0_0_94ceb2c3696c89c305962461834c212c.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს საფონდო ბირჟაზე პირველ „მწვანე ობლიგაციებში“ 13,8 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ნათქვამია ბანკის ინფორმაციაში.ობლიგაცია „ჯორჯია კაპიტალის" ჯგუფში შემავალმა „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციებმა" (GRPO) განათავსა, ფასიანი ქაღალდის მოცულობა 80 მილიონი დოლარია და ეს ამ ოდენობის პირველი კორპორატიული გამოშვებაა.ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული 5-წლიანი ვადით და მოიცავს 7%-იან ნომინალურ შემოსავალს. ისინი გამოიცა და გაიყიდა ნომინალური ღირებულებით.ემისიას მხარი დაუჭირეს ჰოლანდიის განვითარების ბანკმა (FMO), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), EBRD-მ და აზიის განვითარების ბანკმა (ADB).EBRD–მა საქართველოსთვის ახალი ექვსწლიანი სტრატეგია დაამტკიცა>>შემოსული თანხა მოხმარდება „ჯორჯია კაპიტალის“ (GCAP) მიერ მოწოდებული აქციონერული სესხის რეფინანსირებას „ჯორჯია გლობალ იუთილითის“ (GGU) 250.000.000 აშშ დოლარის ღირებულების 7,75% ევროობლიგაციების ნაწილის დასაფარად, რომლებიც 2020 წლის ივლისშია გამოშვებული. ტრანზაქცია ასევე მოახდენს GRPO-ს დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას.GRPO საქართველოში განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა. კომპანია მართავს ოთხ ჰიდროელექტროსადგურს და საქართველოში ერთადერთ ქარის ელექტროსადგურს, რომელთა საერთო სიმძლავრეა 71 მეგავატი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486508_0:597:2048:2133_1920x0_80_0_0_759988eff428233559b120c0b8f78a71.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
საქართველოში პირველად განთავსდა „მწვანე ობლიგაციები“
10:14 17.10.2022 (განახლებულია: 15:48 17.10.2022) შემოსავლები გამოყენებული იქნება განახლებადი ენერგიის წყაროების სფეროში კრედიტის რეფინანსირებისთვის.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს საფონდო ბირჟაზე პირველ „მწვანე ობლიგაციებში“ 13,8 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ნათქვამია ბანკის ინფორმაციაში.
ობლიგაცია „ჯორჯია კაპიტალის" ჯგუფში შემავალმა „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციებმა" (GRPO) განათავსა, ფასიანი ქაღალდის მოცულობა 80 მილიონი დოლარია და ეს ამ ოდენობის პირველი კორპორატიული გამოშვებაა.
ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული 5-წლიანი ვადით და მოიცავს 7%-იან ნომინალურ შემოსავალს. ისინი გამოიცა და გაიყიდა ნომინალური ღირებულებით.
ემისიას მხარი დაუჭირეს ჰოლანდიის განვითარების ბანკმა (FMO), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), EBRD-მ და აზიის განვითარების ბანკმა (ADB).
შემოსული თანხა მოხმარდება „ჯორჯია კაპიტალის“ (GCAP) მიერ მოწოდებული აქციონერული სესხის რეფინანსირებას „ჯორჯია გლობალ იუთილითის“ (GGU) 250.000.000 აშშ დოლარის ღირებულების 7,75% ევროობლიგაციების ნაწილის დასაფარად, რომლებიც 2020 წლის ივლისშია გამოშვებული. ტრანზაქცია ასევე მოახდენს GRPO-ს დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას.
GRPO საქართველოში განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა. კომპანია მართავს ოთხ ჰიდროელექტროსადგურს და საქართველოში ერთადერთ ქარის ელექტროსადგურს, რომელთა საერთო სიმძლავრეა 71 მეგავატი.