მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ათენი ანკარას ადანაშაულებს: საზღვარზე სრულიად შიშველი მიგრანტები აღმოაჩინეს - ფოტო

© AP Photo / Eric Gay
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2022
გამოწერა
თბილისი, 17 ოქტომბერი − Sputnik. თურქებმა საზღვარზე 92 მიგრანტი დააკავეს, ბოლომდე გააშიშვლეს და აიძულეს ნავებით გაეცურათ საბერძნეთისკენ, წერს საბერძნეთის მიგრაციის მინისტრი ნოტის მიტარაჩი Twitter-ზე და იქვე ამის დამადასტურებელ ფოტოს აქვეყნებს.

„თურქეთის ქცევა 92 მიგრანტთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენ საზღვარზე გადავარჩინეთ, ცივილიზაციის სირცხვილია. ველოდებით, რომ ანკარა ინციდენტს გამოიძიებს და, ბოლოს და ბოლოს, დაიცავს ევროკავშირთან თავის საზღვრებს“, − დაწერა მინისტრმა.

როგორც Associated Press-ი წერს საბერძნეთის პოლიციაზე დაყრდნობით, მიგრანტებიდან ზოგს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. მათი თქმით, თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისინი სამი ავტომობილით მიიყვანეს საზღვრამდე, სადაც გააშიშვლეს და პლასტმასის ნავებში გადასხეს.
თურქეთში ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს. როგორც თურქეთის პრეზიდენტის სპიკერმა ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა, ეს ყველაფერი ბერძნულმა მხარემ მოაწყო.
„საბერძნეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ პატივს არ სცემს ლტოლვილთა ღირსებას, გამოაქვეყნა რა იმ დაჩაგრული ადამიანების ფოტოები, რომლებიც თავად გააძევა“, − აღნიშნა მან.
თურქეთი რეგულარულად ადანაშაულებს საბერძნეთს იმაში, რომ ის ხისტად ეპყრობა ქვეყანაში ზღვითა თუ ხმელეთით შესულ მიგრანტებს. თავის მხრივ, საბერძნეთი თურქეთს ბრალს სდებს, რომ ის უმეტესად ავღანელ და სირიელ მიგრანტებს ევროკავშირზე ზეწოლის იარაღად იყენებს.
ყველა ახალი ამბავი
0