https://sputnik-georgia.com/20221017/rodis-amoqmeddeba-klinikebis-dapinansebis-axali-metodi-271396600.html
როდის ამოქმედდება კლინიკების დაფინანსების ახალი მეთოდი
როდის ამოქმედდება კლინიკების დაფინანსების ახალი მეთოდი
Sputnik საქართველო
კლინიკებში ახალი სისტემის დანერგვა საპილოტო რეჟიმში მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო. 17.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-17T14:00+0400
2022-10-17T14:00+0400
2022-10-17T16:53+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/08/249653195_0:154:3093:1893_1920x0_80_0_0_e5d9e5c28ec7b56dbf673cc1306cbfb0.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში სახელმწიფოს მიერ საავადმყოფოების დაფინანსების ახალი მოდელი 1 ნოემბრიდან ამოქმედდება, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.საავადმყოფოები დაფინანსების ახალ მეთოდზე 3 ოქტომბერს უნდა გადასულიყო, თუმცა ეს პროცესი ქვეყნის კლინიკების ასოციაციის თხოვნით გადაიდო.საუბარია ე.წ. DRG სისტემების დანერგვაზე (Diagnostic Related Group) - ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც „დიაგნოსტიკურად დაკავშირებული ჯგუფები". DRG–სისტემა, როგორც პაციენტების კლასიფიცირების სქემა, მკურნალობის ხარისხის სტანდარტების უზრუნველსაყოფად აშშ-ში 30 წლის წინ შეიქმნა. ყველა DRG–სისტემა, რომელიც ამჟამად გამოიყენება, ამ საბაზო მოდელს ეფუძნება.სამინისტროს ცნობით, დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.ჯანდაცვის მინისტრი: კლინიკები ახალი სისტემით დაფინანსდება>>>ამ მოდელის პრინციპი მოიცავს დაავადების ყველა რეგისტრირებული შემთხვევის ისეთ ჯგუფებში გადანაწილებას, რომლებიც სტაციონარში პაციენტის ყოფნის პერიოდში მსგავსი რესურსების გამოყენებას საჭიროებს. საუბარია დიაგნოსტიკურ, თერაპიულ და ტექნიკურ ფაქტორებზე. ყოველ პაციენტს ენიჭება ერთ-ერთი DRG. ეს სტაციონარში პაციენტის ფიქსირებულ ფასად მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.ამ ეტაპზე DRG–სისტემა არ გავრცელდება შემდეგ სამედიცინო მომსახურებაზე: გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია, გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა, მშობიარობა/საკეისრო კვეთა, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია, მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები, თრომბოლიზისი და თრომბექტომია ინსულტის შემთხვევაში.კლინიკებში ახალი სისტემის დანერგვა საპილოტო რეჟიმში აპრილიდან დაიწყო, ნოემბრიდან კი სისტემა უკვე ყველა კლინიკაზე გავრცელდება. კლინიკებმა ეტაპობრივად უნდა უპასუხონ იმ სტანდარტებს, რომელთაც სახელმწიფო მათთვის დააწესებს.საქართველოში ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, 2013 წელს ამოქმედდა. ის ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ უცხოეთის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც კერძო კომპანიებში არ არიან დაზღვეული.სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში ჩართული არიან ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/08/249653195_180:0:2911:2048_1920x0_80_0_0_1caba6d72db5a55ef84e21bb91d6893e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
როდის ამოქმედდება კლინიკების დაფინანსების ახალი მეთოდი
14:00 17.10.2022 (განახლებულია: 16:53 17.10.2022) კლინიკებში ახალი სისტემის დანერგვა საპილოტო რეჟიმში მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში სახელმწიფოს მიერ საავადმყოფოების დაფინანსების ახალი მოდელი 1 ნოემბრიდან ამოქმედდება, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
საავადმყოფოები დაფინანსების ახალ მეთოდზე 3 ოქტომბერს უნდა გადასულიყო, თუმცა ეს პროცესი ქვეყნის კლინიკების ასოციაციის თხოვნით გადაიდო.
საუბარია ე.წ. DRG სისტემების დანერგვაზე (Diagnostic Related Group) - ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც „დიაგნოსტიკურად დაკავშირებული ჯგუფები". DRG–სისტემა, როგორც პაციენტების კლასიფიცირების სქემა, მკურნალობის ხარისხის სტანდარტების უზრუნველსაყოფად აშშ-ში 30 წლის წინ შეიქმნა. ყველა DRG–სისტემა, რომელიც ამჟამად გამოიყენება, ამ საბაზო მოდელს ეფუძნება.
სამინისტროს ცნობით, დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.
ამ მოდელის პრინციპი მოიცავს დაავადების ყველა რეგისტრირებული შემთხვევის ისეთ ჯგუფებში გადანაწილებას, რომლებიც სტაციონარში პაციენტის ყოფნის პერიოდში მსგავსი რესურსების გამოყენებას საჭიროებს. საუბარია დიაგნოსტიკურ, თერაპიულ და ტექნიკურ ფაქტორებზე. ყოველ პაციენტს ენიჭება ერთ-ერთი DRG. ეს სტაციონარში პაციენტის ფიქსირებულ ფასად მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.
„DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას პაციენტს დამატებითი ხარჯების გადახდა აღარ მოუწევს. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს", – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ამ ეტაპზე DRG–სისტემა არ გავრცელდება შემდეგ სამედიცინო მომსახურებაზე: გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია, გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა, მშობიარობა/საკეისრო კვეთა, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია, მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები, თრომბოლიზისი და თრომბექტომია ინსულტის შემთხვევაში.
კლინიკებში ახალი სისტემის დანერგვა საპილოტო რეჟიმში აპრილიდან დაიწყო, ნოემბრიდან კი სისტემა უკვე ყველა კლინიკაზე გავრცელდება. კლინიკებმა ეტაპობრივად უნდა უპასუხონ იმ სტანდარტებს, რომელთაც სახელმწიფო მათთვის დააწესებს.
საქართველოში ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, 2013 წელს ამოქმედდა. ის ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ უცხოეთის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც კერძო კომპანიებში არ არიან დაზღვეული.
სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში ჩართული არიან ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები.