https://sputnik-georgia.com/20221017/mcenareuli-sasualebebi-xvelebis-winaarmdeg-receptebi-271393682.html
მცენარეული საშუალებები ხველების წინააღმდეგ - რეცეპტები
მცენარეული საშუალებები ხველების წინააღმდეგ - რეცეპტები
Sputnik საქართველო
ხველების დაწყებისთანავე, ძვირადღირებული პრეპარატების მიღების ნაცვლად, სცადეთ მცენარეული საშუალებები, რომლებიც ბევრად იაფი ჯდება, ეფექტურია და თან უსაფრთხო... 17.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-17T12:53+0400
2022-10-17T12:53+0400
2022-10-17T16:22+0400
ხალხური მკურნალობა
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24258/91/242589134_0:6:2609:1474_1920x0_80_0_0_290e661cc5f8cc93a093c97b5d184646.jpg
ხველებასთან ბრძოლა ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს, რომლებიც ადვილი მოსამზადებელია და ამასთანავე ეფექტურიც.1. აურიეთ მარილი და თაფლი 1:1 თანაფარდობით. კომბოსტოს ფოთოლი ამოავლეთ მდუღარე წყალში და მაშინვე წაუსვით მარილისა და თაფლის ნაზავი. ცხელი დაიდეთ ზურგის ან მკერდის მიდამოებში, ოღონდ არა გულის არეში. ზევიდან დაიფარეთ პოლიეთილენით და შეიხვიეთ თბილად. გარკვეული დროის შემდეგ კომბოსტოს აღება შეიძლება, რადგან სამკურნალო ნაზავი კანმა უკვე შეიწოვა.2. ძლიერი ხველებისას სუნთქვის შემსუბუქებას ძალიან ეხმარება მსხალი – მურაბის ან გამომცხვარი სახით. კარგია მსხლის ჩირის ნახარშიც. ის დაბლა სწევს ტემპერატურას და ავადმყოფს წყურვილს უკლავს. ერთ ჭიქა მსხლის ჩირს დაასხით 500 მილიგრამი წყალი და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. გააჩერეთ თბილად შეფუთული 4 საათის განმავლობაში. მიიღეთ ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში ოთხჯერ, სასურველია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.3. სამი ბანანი გათქვიფეთ. ადუღეთ 200 მილიგრამ წყალთან ერთად 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და ოდნავ შეგრილებულ მასაში დაამატეთ თაფლი. მიიღეთ თბილი.4. 10 ცალი ფინიკის ნაყოფი 500 მილიგრამ წყალთან ერთად ადუღეთ ნახევარი საათი. მიიღეთ ცხელი. შეგიძლიათ წყლის ნაცვლად 7-8 ცალი ფინიკის ნაყოფი ადუღოთ რძეში (200 მილიგრამი).ხახვი - ბუნებრივი „ანტიბიოტიკი">>5. საოცარი საშუალებაა ხველების დროს ქიშმიში. 30 მილიგრამ ქიშმიშს დაასხით ანადუღარი წყალი და გააჩერეთ 45 წუთი. შემდეგ გადაწურეთ. ძილის წინ მიიღეთ ქიშმიში და მიაყოლეთ რძე.6. ბავშვებისთვის ძალიან ეფექტურია შემდეგი საშუალება: აიღეთ თითო-თითო სტაფილო, ვაშლი და ხახვი. გახეხეთ. დაიცავით პროპორცია 1:1:1. შეურიეთ ორი სუფრის კოვზი თაფლი. მიეცით ბავშვს დღეში ხუთჯერ თბილი სახით.7. გახეხეთ ვაშლი, ხახვი, დაუმატეთ თაფლი. პროპორციებია 2:1:2. მოზრდილებმა უნდა მიიღონ 4-7-ჯერ დღეში, თბილი სახით.სტაფილო და მისი სასარგებლო თვისებები>>8. წვრილად დაჭერით 10 ცალი ხახვი და ერთი თავი ნიორი. ადუღეთ 500 მილიგრამ რძესთან ერთად, სანამ ხახვი და ნიორი არ დარბილდება. შემდეგ დაამატეთ თაფლი და პიტნა. გააჩერეთ ერთი საათი და კარგად გადაწურეთ. მიიღეთ დღეში რამდენიმე სუფრის კოვზი.
https://sputnik-georgia.com/20220725/msxali-pyrus-268837771.html
https://sputnik-georgia.com/20200908/finiki-phoinikos-249387877.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24258/91/242589134_0:0:2609:1957_1920x0_80_0_0_6051073f86785922ccdbe01d7f691c1f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ხალხური მკურნალობა, სასარგებლო რჩევები
ხალხური მკურნალობა, სასარგებლო რჩევები
მცენარეული საშუალებები ხველების წინააღმდეგ - რეცეპტები
12:53 17.10.2022 (განახლებულია: 16:22 17.10.2022) ხველების დაწყებისთანავე, ძვირადღირებული პრეპარატების მიღების ნაცვლად, სცადეთ მცენარეული საშუალებები, რომლებიც ბევრად იაფი ჯდება, ეფექტურია და თან უსაფრთხო მოზრდილებისთვისაც და, რაც მთავარია, ბავშვებისთვის.
ხველებასთან ბრძოლა ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს, რომლებიც ადვილი მოსამზადებელია და ამასთანავე ეფექტურიც.
1. აურიეთ მარილი და თაფლი 1:1 თანაფარდობით. კომბოსტოს ფოთოლი ამოავლეთ მდუღარე წყალში და მაშინვე წაუსვით მარილისა და თაფლის ნაზავი. ცხელი დაიდეთ ზურგის ან მკერდის მიდამოებში, ოღონდ არა გულის არეში. ზევიდან დაიფარეთ პოლიეთილენით და შეიხვიეთ თბილად. გარკვეული დროის შემდეგ კომბოსტოს აღება შეიძლება, რადგან სამკურნალო ნაზავი კანმა უკვე შეიწოვა.
2. ძლიერი ხველებისას სუნთქვის შემსუბუქებას ძალიან ეხმარება მსხალი – მურაბის ან გამომცხვარი სახით. კარგია მსხლის ჩირის ნახარშიც. ის დაბლა სწევს ტემპერატურას და ავადმყოფს წყურვილს უკლავს. ერთ ჭიქა მსხლის ჩირს დაასხით 500 მილიგრამი წყალი და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. გააჩერეთ თბილად შეფუთული 4 საათის განმავლობაში. მიიღეთ ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში ოთხჯერ, სასურველია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
3. სამი ბანანი გათქვიფეთ. ადუღეთ 200 მილიგრამ წყალთან ერთად 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და ოდნავ შეგრილებულ მასაში დაამატეთ თაფლი. მიიღეთ თბილი.
4. 10 ცალი ფინიკის ნაყოფი 500 მილიგრამ წყალთან ერთად ადუღეთ ნახევარი საათი. მიიღეთ ცხელი. შეგიძლიათ წყლის ნაცვლად 7-8 ცალი ფინიკის ნაყოფი ადუღოთ რძეში (200 მილიგრამი).
5. საოცარი საშუალებაა ხველების დროს ქიშმიში. 30 მილიგრამ ქიშმიშს დაასხით ანადუღარი წყალი და გააჩერეთ 45 წუთი. შემდეგ გადაწურეთ. ძილის წინ მიიღეთ ქიშმიში და მიაყოლეთ რძე.
6. ბავშვებისთვის ძალიან ეფექტურია შემდეგი საშუალება: აიღეთ თითო-თითო სტაფილო,
ვაშლი და ხახვი. გახეხეთ. დაიცავით პროპორცია 1:1:1. შეურიეთ ორი სუფრის კოვზი თაფლი. მიეცით ბავშვს დღეში ხუთჯერ თბილი სახით.
7. გახეხეთ ვაშლი, ხახვი, დაუმატეთ თაფლი. პროპორციებია 2:1:2. მოზრდილებმა უნდა მიიღონ 4-7-ჯერ დღეში, თბილი სახით.
8. წვრილად დაჭერით 10 ცალი ხახვი და ერთი თავი
ნიორი. ადუღეთ 500 მილიგრამ რძესთან ერთად, სანამ ხახვი და ნიორი არ დარბილდება. შემდეგ დაამატეთ
თაფლი და
პიტნა. გააჩერეთ ერთი საათი და კარგად გადაწურეთ. მიიღეთ დღეში რამდენიმე სუფრის კოვზი.