https://sputnik-georgia.com/20221017/agrokreditebi-160-mln-lars-gadaaewarba-271388044.html
საქართველოში გაცემული აგროკრედიტების თანხამ 160 მილიონ ლარს გადააჭარბა
საქართველოში გაცემული აგროკრედიტების თანხამ 160 მილიონ ლარს გადააჭარბა
Sputnik საქართველო
კრედიტებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებს. 17.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-17T09:47+0400
2022-10-17T09:47+0400
2022-10-17T14:02+0400
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1e/263999289_307:456:2924:1928_1920x0_80_0_0_137f5d686f13203630724df6026eb4b3.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ერთწლიანი კულტურების მოყვანის მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში 22 მარტიდან დღემდე 162 მლნ ლარის ოდენობის 10,5 ათასი კრედიტი გაიცა, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს განცხადებაში.„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის 12 თვის პროცენტი ფინანსდება. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ია, საიდანაც წლიურ 9%-ს სახელმწიფო აფინანსებს. პროექტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე კრედიტის ოდენობა 5 ათასიდან 100 ათას ლარამდე ფარგლებში განისაზღვრა.გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს: ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, ტექნიკის საწვავ-საპოხი მასალების შეძენას, ასევე მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავებაზე გაწეული ხარჯების დაფინანსებას.კრედიტები ფერმერებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება>>სესხით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდმეწარმეებს და იურიდიულ პირებს, გარდა სახელმწიფო და მუნიციპალური საწარმოებისა.საფინანსო ინსტიტუტები სესხებს 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გასცემენ.„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში სესხების მიზანია ერთწლოვანი კულტურების მოსაყვანად საბრუნავი საშუალებების ღირებულების შემცირება და ფერმერებისთვის უფრო ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოყვანის შესაძლებლობის გაზრდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1e/263999289_604:474:2702:2048_1920x0_80_0_0_40feee57c29840270b2117cea9c3f62e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საქართველოში გაცემული აგროკრედიტების თანხამ 160 მილიონ ლარს გადააჭარბა
09:47 17.10.2022 (განახლებულია: 14:02 17.10.2022) კრედიტებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებს.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ერთწლიანი კულტურების მოყვანის მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში 22 მარტიდან დღემდე 162 მლნ ლარის ოდენობის 10,5 ათასი კრედიტი გაიცა, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს განცხადებაში.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის 12 თვის პროცენტი ფინანსდება. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ია, საიდანაც წლიურ 9%-ს სახელმწიფო აფინანსებს. პროექტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე კრედიტის ოდენობა 5 ათასიდან 100 ათას ლარამდე ფარგლებში განისაზღვრა.
გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს: ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, ტექნიკის საწვავ-საპოხი მასალების შეძენას, ასევე მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავებაზე გაწეული ხარჯების დაფინანსებას.
სესხით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდმეწარმეებს და იურიდიულ პირებს, გარდა სახელმწიფო და მუნიციპალური საწარმოებისა.
საფინანსო ინსტიტუტები სესხებს 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გასცემენ.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში სესხების მიზანია ერთწლოვანი კულტურების მოსაყვანად საბრუნავი საშუალებების ღირებულების შემცირება და ფერმერებისთვის უფრო ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოყვანის შესაძლებლობის გაზრდა.