რა ვითარებაა საქართველოს ციხეებში - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2022
გამოწერა
მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი ნაწილი სასჯელს იხდის რუსთავის და გლდანის ციხეებში
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2022 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, 9.645 პატიმარი იმყოფებოდა, აქედან 325 - ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
1 აგვისტოსთვის პატიმართა საერთო რიცხვი მოსახლეობის 0,26%-ს შეადგენდა. ამასთან 2.900 ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდიდა.
მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი 31-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. საქართველოს ციხეებში ასევე 32 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 60 პირი იმყოფება.
© photo: Sputnik / Stringerგლდანის ციხე
Глданская тюрьма номер 8. Тюремная больница - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2022
გლდანის ციხე
მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსთავის №15 და გლდანის №17 დაწესებულებაში იმყოფება.
2022 წლის 1 აგვისტოსთვის განაჩენს ელოდებოდა 2 ათასამდე პატიმარი (უმრავლესობა 31-49 წლის პირები). გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 17 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 7 პირი.
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ამასთან განსაკუთრებით მაღალი რისკის 173 პატიმარია. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.

უცხოელები საქართველოს ციხეებში

საქართველოს ციხეებში მოთავსებულია 47 ქვეყნის 615 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 6,4%-ს შეადგენს.
უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილია მამაკაცები, თუმცა ქართულ საპატიმროებში 2 არასრულწლოვანი უცხოელი და 54 უცხოელი ქალი იმყოფება.
Руставская тюрьма - вышка охраны
საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც არიან ბრალდებული ან სასჯელს იხდიან, არიან თურქეთის მოქალაქეები, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეები.
ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები

ციხეებში მყოფების გარდა, 21,6 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის.
მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცებია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,1 ათასი ქალი და 67 არასრულწლოვანი.
ასევე პირობით სასჯელს იხდის 315 უცხოელი 24 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, უკრაინის, აშშ-ის, კანადისა და იტალიის მოქალაქეები.
ყველა ახალი ამბავი
0