თურქეთში შახტში აფეთქებისას მსხვერპლთა რიცხვი 28–მდე გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerაფეთქება თურქეთის შახტში
აფეთქება თურქეთის შახტში - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2022
გამოწერა
აფეთქების ადგილზე, მიწის ქვეშ 300 მეტრს სიღრმეში, 115 მუშა იმყოფებოდა.
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. თურქეთის ჩრდილოეთით შახტში აფეთქების შედეგად მსხვერპლის რიცხვი 28–მდე გაიზარდა, იუწყება ტელეარხი TRT თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ ქოჯას ინფორმაციაზე დაყრდნობით.
მანამდე ხელისუფლებამ 25 დაღუპულის შესახებ განაცხადა. „კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა. საბოლოოდ აფეთქების შედეგად ქვანახშირის შახტში მსხვერპლი 28 ადამიანია“, – ნათქვამია ტელეარხის ინფორმაციაში.
ცნობილია, რომ 11 დაშავებული საავადმყოფოშია.
© photo: Sputnik / Stringerაფეთქება თურქეთის შახტში
Türkiye Taşkömürü Kurumu (TTK) Amasra Müessesesinde meydana gelen patlamanın ardından, arama kurtarma çalışmalarına destek olmak için bölgeye gelen ekipler, yoğun mücadele veriyor. Göçük altında kalan maden işçilerinin yakınları ve mesai arkadaşları, arama kurtarma çalışmaları devam ederken yakınlarından haber gelmesini bekledi.
 - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2022
აფეთქება თურქეთის შახტში
აფეთქება შახტში, 300 მეტრ სიღრმეში თურქეთის ჩრდილოეთით მოხდა. ამ დროს იქ 115 ადამიანი იმყოფებოდა. ზოგიერთი ევაკუირებულია, 49 მუშა კი დაბლოკილია და ჯერჯერობით ვერ ამოიყვანეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0