რა არის და რა იქნება ხვალ?.. ანუ ფინანსური და ეკონომიკური გათვლები...

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2022
გამოწერა
ინფლაცია, მთლიანი შიდა პროდუქტი და ეროვნული ვალუტა... რატომ შეიცვალა საპროგნოზო მაჩვენებლები ქვეყნის შიგნით ანალიტიკურ წრეებსა და ქვეყნის გარეთ საფინანსო ინსტიტუტებში?..
წინამდებარე სტატიაში მკითხველის ყურადღებას რამდენიმე საკითხზე გავამახვილებ. ამასთან ვიტყვი, ყოველი მათგანი მჭიდრო ურთიერთკავშირშია და ერთად თუ ცალ-ცალკე ჩვენს ყოფაზე აისახება... მეტი კონკრეტიკა! − მიმანიშნებს მკითხველი და მართალიც იქნება. რა გაეწყობა, რეპლიკას ყურად ვიღებ. ინფლაცია, ეკონომიკური ზრდა და ეროვნული ვალუტა, ასეთია საკითხთა ჩამონათვალი. თანმიმდევრულად მივყვეთ...
რამდენიმე დღის წინათ ვწერდი, რომ სექტემბერში წლიური ინფლაცია 11.5% იყო, რაც მიმდინარე წლის საუკეთესო მაჩვენებელზე 0.6%-ით მეტია. ისიც აღვნიშნეთ, რომ ინფლაციის ანალოგიური მაჩვენებელი ივლისში დაფიქსირდა. „საქსტატის“ ბოლო ერთი წლის მონაცემთა შედარების საფუძველზე დავასკვენით, რომ განვლილ პერიოდში ინფლაცია 13.7-10.9%-ის ფარგლებში მერყეობდა.
ინფლაციური პროცესების პიკი გასული წლის თებერვალსა და მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალს დაემთხვა, ხოლო გაზაფხულიდან უკვე ინფლაციის კლების პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც წინასაშემოდგომოდ მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ანალიტიკურ წრეების წარმომადგენლები მიმდინარე წლის ბოლოსთვის ინფლაციური პროცესების მკვეთრად შესუსტებას, ხოლო მომავალი წლის გაზაფხულისთვის კი მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოვებას ვარაუდობდნენ. ოპტიმისტური იყო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების გათვლებიც.
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2022
რამდენია ინფლაცია? ანუ გაძვირებული ცხოვრება ციფრებში
საკონსულტაციო ჯგუფის „თიბისი კაპიტალის“ ექსპერტები მიმდინარე წლის ბოლოს ინფლაციის 7.4%-მდე შემცირებას პროგნოზირებდნენ. როგორც ჩანს მოვლენები სულ სხვა სცენარით ვითარდება. ახალ წლამდე კიდევ სამი თვე რჩება და, შესაძლოა, კიდევ ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ უკვე დღეს ფაქტია, რომ სექტემბრის მაჩვენებელი საკონსულტაციო ჯგუფის ანალიტიკოსებისთვის მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა. ამის შესახებ ეს კომპანია თავის ყოვეკვირეულ მიმოხილვაში აღნიშნავს. საინტერესოა, რამ განაპირობა მოულოდნელი შედეგი? კითხვაზე საპასუხოდ, საკონსულტაციო ჯგუფის „თიბისი კაპიტალის“ განმარტებას შემოგთავაზებთ.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს საერთაშორისო ბაზრებზესასაქონლო ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდა, საქართველოში დეფლაციური ეფექტი ამოწურული ჯერ კიდევ არ არის. დამატებით უნდა გაიაფდეს მნიშვნელოვანი პროდუქტები: ნავთობპროდუქტები, ზეთი, შაქარი და სხვა. გაზრდილი საერთაშორისო სასაქონლო ფასების გამო, „თიბისი კაპიტლის“ წინა მოლოდინებთან შედარებით, ინფლაციის შემცირება უფრო ნაკლები იქნება. ამავე დროს, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, რომ სურსათის ზოგიერთი კატეგორიის, ჯერძოდ სიმინდისა და კარტოფილის მოსალოდნელზე ნაკლები მოსავალი იქნება, რაც სამომხმარებლო ფასებზე ჯერ ასახული არ არის. ასევე, რუსეთიდან მიგრაციის დამატებითმა ტალღამ უმეტესწილად ბინის ქირაზე ზეწოლა განაპირობა. ზემოაღნიშნული არგუმენტების გამო, მიმდინარე წლის ინფლაციის ჩვენეული პროგნოზი 7.4 პროცენტიდან 9.4 პროცენტამდეგაიზარდა. გარდა ამისა, ვვარაუდობთ, რომ რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება მიმდინარე წლის ბოლოდან, მომდევნო წლის დასაწყისისათვის გადაიწევს....“, − განმარტავენ საკონსულტაციო ჯგუფში.
შეიცვალა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის საპროგნოზო მაჩვენებელი. თუ გაზაფხულის მონაცემებით ინფლაცია წლის ბოლოს 7%, ხოლო მომავალ წელს 4% უნდა ყოფილიყო, განახლებული ვარაუდით, ის წლის ბოლოს 11%, მომავალ წელს კი 4% იქნება.
რიგი ბანკთან, ქუთაისი - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2022
რამდენით და რატომ გაძვირდა სესხები საქართველოში?
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იხტიბარს არ იტეხს. კობა გვენეტაძის თქმით, სექტემბერში წლიური ინფლაციის დონის გაზრდა მისი უწყებისთვის მოულოდნელი არ იყო და მიუხედავად ამ მატებისა, ყველა წინაპირობა არსებობს უკვე იანვარი-თებერვლიდან, სხვა თანაბარ პირობებში ინფლაციამ შემცირება დაიწყოს. ქვეყნის მთავარი ბანკირი ოპტიმისტური მოლოდინის მიზეზსაც განმარტავს...
„საერთაშორისო სასაქონლო ფასების ინდექსები მცირდება, მაგრამ საქართველოში ჯერ ეს ნაწილობრივ არის ასახული. მოგეხსენებათ, საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა და ეს ტენდენცია აუცილებლად აისახება, რაც ფასების შემცირებას გამოიწვევს. ამის გარდა, ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობა იმპორტირებულ პროდუქციაზე უკვე არსებული ფასების შემცირებას თუ არა შენარჩუნებას განაპირობებს. მნიშვნელოვანი ფაქტორია გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, რომლის შერბილებაც, დღევანდელი გადასახედიდან, მიმდინარე წელს მოსალოდნელი არ არის...“, − აცხადებს კობა გვენეტაძე.
მომდევნო საკითხი ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი გახლავთ, თუმცა, ვიდრე მომავალს განვჭვრეტთ, აწმყოს გავუსწოროთ თვალი... თანაც „საქსტატის“ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ეკონომიკური ზრდის კუთხით, მძიმე რეალობა ნამდვილად არ არის... სხვა საკითხია, ვინ როგორ შეიგრძნობს ორნიშნა ეკონომიკური ხრდის ტემპს, რომელიც გასული წლის აპრილიდან მოყოლებული დღემდე გრძელდება.
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
რატომ რჩება უმუშევრობა ჩვენი დროების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად?
სექტემბრის მონაცემები ჯერჯერობით უცნობია. აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 10.5% იყო. მიმდინარე წლის პირველი რვა თვის მაჩვენებელი კი 10.3%-ით განისაზღვრა.
როგორი იქნება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წლის ბოლოსთვის? პირველ რიგში სამთავრობო პოზიცია უნდა გაგაცნოთ. სექტემბრის პირველ დეკადაში ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ 2022 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 8.5%-ით განისაზღვრა. საინტერესოა, როგორია ანალიტიკური წრეების და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ვარაუდები.
დღეს, ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზს საკონსულტაციო ჯგუფი „თიბისი კაპიტალი“ გვთავაზობს. კომპანიის ვარაუდით, წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კვლავ ორნიშნა იქნება, 10%-ზე მეტი.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა მოსალოდნელი 5.5%-ის ნაცვლად, 8.8%-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. საფინანსო ინსტიტუტის შეფასებით, ეს მეტწილად, ადგილობრივი მოთხოვნის და ფულადი გადარიცხვების მატებამ, ისევე როგორც ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ განაპირობა. უმნიშვნელოდ ნაკლებია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საპროგნოზო განახლებული მაჩვენებელი. ორგანიზაციის შეფასებით, წლის ბოლოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 8 პროცენტი იქნება. ეს მაჩვენებელი 5 პროცენტით აღემატება ადრინდელ პროგნოზს.
რას გვერჩის აზიის განვითარების ბანკი? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი, როდესაც შეიტყობს, რომ ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ინფლაციის მსგავსად, ამჯერადაც ყველაზე პესიმისტურ პროგნოზს − 7%-ს გვთავაზობს. კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ახლა დროა, მომავლისკენ გავიხედოთ. შეგახსენებთ, მთავრობამ 2023 წლის სახელმწიფო ბიჯეტით
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5%-ით განსაზღვრა.
და ბოლოს, ეროვნული ვალუტა. გაგიკვირდებათ, მაგრამ ლარის მომავალზე საუბრისას სიტყვაძუნწი ვიქნები, ორიოდე წინადადებას მოგახსენებთ. მიმდინარე წლის გაზაფხულიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა, ძირითადად, მყარდება და კურსი სტაბილურია. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ეს პოზიტიური ტენდენცია წლის ბოლომდე გაგრძელდება. დღეისათვის სულ ეს იყო, საფინანსო და ეკონომიკური სისტემის სიახლეებით მალევე დაგიბრუნდებით...
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0