პრეზიდენტმა ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის ბავშვის ოჯახს მიუსამძიმრა

© President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2022
გამოწერა
13 წლის მოზარდი დღეს ვაკის სამების ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენეს.
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი ვაკეში მდებარე სამების ეკლესიაში მივიდა, სადაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის პანაშვიდი ჩატარდა, და მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა.
13 წლის მოზარდი დღეს ვაკის სამების ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენეს.
პანაშვიდზე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე. მან მარიტას მშობლებს პირადად მიუსამძიმრა.
ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის მარიტას გადარჩენა ვერ შეძლეს - მას გული გაუჩერდა. ორი მოზარდი გადარჩა, ერთ-ერთი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
ტრაგედია ვაკის პარკში: დაღუპულ მარიტა მეფარიშვილს დღეს დაკრძალავენ>>
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0