https://sputnik-georgia.com/20221015/tragedia-vakis-parksi-marita-mefarisvils-dres-dakrzalaven-271361309.html
ტრაგედია ვაკის პარკში: დაღუპულ მარიტა მეფარიშვილს დღეს დაკრძალავენ
ტრაგედია ვაკის პარკში: დაღუპულ მარიტა მეფარიშვილს დღეს დაკრძალავენ
Sputnik საქართველო
მარიტა მეფარიშვილის ცხედარს დღეს ვაკის სამების ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ. 15.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-15T14:46+0400
2022-10-15T14:46+0400
2022-10-15T14:46+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/34/248183418_0:30:3000:1718_1920x0_80_0_0_faee2c83e001375c3767b4b8ed1c1a09.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. 13 წლის მარიტა მეფარიშვილს, რომელიც ვაკის პარკში შადრევანში დენის დარტყმით გარდაიცვალა, დღეს დაკრძალავენ.მის ცხედარს დღეს ვაკის სამების ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ.გუშინ პანაშვიდზე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე. მან მარიტას მშობლებს პირადად მიუსამძიმრა.ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის მარიტას გადარჩენა ვერ შეძლეს - მას გული გაუჩერდა. ორი მოზარდი გადარჩა, ერთ-ერთი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/34/248183418_332:0:3000:2001_1920x0_80_0_0_3a8f917de58e0cc7228ef43d9d4bcd69.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს
ტრაგედია ვაკის პარკში: დაღუპულ მარიტა მეფარიშვილს დღეს დაკრძალავენ
მარიტა მეფარიშვილის ცხედარს დღეს ვაკის სამების ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ.
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. 13 წლის მარიტა მეფარიშვილს, რომელიც ვაკის პარკში შადრევანში დენის დარტყმით გარდაიცვალა, დღეს დაკრძალავენ.
მის ცხედარს დღეს ვაკის სამების ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ.
გუშინ პანაშვიდზე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე. მან მარიტას მშობლებს პირადად მიუსამძიმრა.
ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის მარიტას გადარჩენა ვერ შეძლეს - მას გული გაუჩერდა. ორი მოზარდი გადარჩა, ერთ-ერთი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.