https://sputnik-georgia.com/20221014/tbilisis-sakrebulo-mzadaa-gaamkacros-kanonmdebloba-usafrtxoebis-kutxit-271349879.html
თბილისის საკრებულო მზადაა გაამკაცროს კანონმდებლობა უსაფრთხოების კუთხით
თბილისის საკრებულო მზადაა გაამკაცროს კანონმდებლობა უსაფრთხოების კუთხით
Sputnik საქართველო
გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე გრძელდება ვაკის პარკში სამუშაოების შემსრულებელი კომპანია Green Service Plus-ის დამფუძნებლების გამოკითხვები. 14.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-14T20:17+0400
2022-10-14T20:17+0400
2022-10-16T19:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
თბილისის საკრებულო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24840/35/248403534_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_11d160e306ed293cecf2fff2e2ea25d0.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საკრებულო მზად არის გაამკაცროს კანონმდებლობა ან რეგულაციები უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტზე საუბრისას განაცხადა.ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს. ორი მოზარდი გადარჩა, ერთ-ერთი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე გრძელდება ვაკის პარკში სამუშაოების შემსრულებელი კომპანია Green Service Plus-ის დამფუძნებლების, აგრეთვე ამ კომპანიის და თბილისის მერიის თანამშრომლების გამოკითხვები.გუშინ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება, მათ შორის თავად ისიც, თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24840/35/248403534_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_819639cee8a77aa97e47badcc28023df.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, თბილისის საკრებულო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო მზადაა გაამკაცროს კანონმდებლობა უსაფრთხოების კუთხით
20:17 14.10.2022 (განახლებულია: 19:55 16.10.2022) გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე გრძელდება ვაკის პარკში სამუშაოების შემსრულებელი კომპანია Green Service Plus-ის დამფუძნებლების გამოკითხვები.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საკრებულო მზად არის გაამკაცროს კანონმდებლობა ან რეგულაციები უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტზე საუბრისას განაცხადა.
ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს. ორი მოზარდი გადარჩა, ერთ-ერთი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
„ვიმსჯელებთ, თუ რაიმე კანონმდებლობის, ან რეგულაციების გამკაცრებაა საჭირო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. უახლოს დღეებში ჩვენ გვექნება დასკვნა, თუ რამ გამოიწვია ეს დიდი ტრაგედია. აღნიშნულის შემდეგ ჩვენ, შესაძლოა, ნებისმიერი მიმართულებით მოგვიწიოს გადაწყვეტილების მიღება – როგორც რეგულაციების, ასევე ადმინისტრირების კუთხით გამკაცრება“, – განაცხადა ტყემალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე გრძელდება ვაკის პარკში სამუშაოების შემსრულებელი კომპანია Green Service Plus-ის დამფუძნებლების, აგრეთვე ამ კომპანიის და თბილისის მერიის თანამშრომლების გამოკითხვები.
გუშინ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება, მათ შორის თავად ისიც, თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.