https://sputnik-georgia.com/20221014/salva-papuasvili-segvzra-tragediam-271336262.html
შალვა პაპუაშვილი: „ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ, რომელიც ვაკის პარკში დატრიალდა“
შალვა პაპუაშვილი: „ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ, რომელიც ვაკის პარკში დატრიალდა“
Sputnik საქართველო
გამოძიება მიმდინარეობს. დადგინდება, თუ რამ გამოიწვია ეს ტრაგედია, ვინ არის დამნაშავე, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. 14.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-14T13:09+0400
2022-10-14T13:09+0400
2022-10-15T23:42+0400
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263179797_0:0:1200:675_1920x0_80_0_0_925357f12ba35f69844f3688830757af.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული მოზარდის ოჯახს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიუსამძიმრა.ვაკის პარკში 13 ოქტომბერს სამ მოზარდს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. სამივე მათგანი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი – 13 წლის გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს. დადგინდება, თუ რამ გამოიწვია ეს ტრაგედია, ვინ არის დამნაშავე და ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.„რა თქმა უნდა, შესაბამისი ადამიანები დაისჯებიან. ეს დიდი ტრაგედიაა და ახლა მნიშვნელოვანია, ყველა გვერდში დავუდგეთ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.საქართველოს პატრიარქმა ვაკის პარკში დაღუპული გოგონას მშობლებს მიუსამძიმრა>>ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263179797_58:0:1103:784_1920x0_80_0_0_d61b97bf70a6cde750aab304169c7c68.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
შალვა პაპუაშვილი: „ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ, რომელიც ვაკის პარკში დატრიალდა“
13:09 14.10.2022 (განახლებულია: 23:42 15.10.2022) გამოძიება მიმდინარეობს. დადგინდება, თუ რამ გამოიწვია ეს ტრაგედია, ვინ არის დამნაშავე, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული მოზარდის ოჯახს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიუსამძიმრა.
ვაკის პარკში 13 ოქტომბერს სამ მოზარდს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. სამივე მათგანი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი – 13 წლის გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ, რომელიც თბილისში, ვაკის პარკში დატრიალდა. თანაზიარი ვარ ოჯახის, ნათესავების, მეგობრების მწუხარების“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს. დადგინდება, თუ რამ გამოიწვია ეს ტრაგედია, ვინ არის დამნაშავე და ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.
„რა თქმა უნდა, შესაბამისი ადამიანები დაისჯებიან. ეს დიდი ტრაგედიაა და ახლა მნიშვნელოვანია, ყველა გვერდში დავუდგეთ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.