საქართველოს პატრიარქმა ვაკის პარკში დაღუპული გოგონას მშობლებს მიუსამძიმრა

© photo: Sputnik / Stringerანთებული სანთლები
ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2022
გამოწერა
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
ხუთშაბათს თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს.

„დიდია ჩვენი გულისტკივილი დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო. აღვავლენთ ლოცვებს პატარა მარიტა-მარიამის უკვდავი, ნათელი სულისათვის, რათა უფალმან თვის საუფლოში, სავანესა მართალთასა დააწესოს იგი... ვლოცულობთ მარიტა-მარიამისთვის. ღმერთი იყოს თქვენი შემწე", – დაწერა ილია მეორემ.

პატრიარქმა გოგონას მშობლებს მიმართა:
„თქვენ მოგმადლოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და ურყევი რწმენა იმისა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს; მთავარია, ჩვენ შევძლოთ ღვთის გზით სვლა“, – ბრძანა ილია მეორემ.
მომხდარი ტრაგედიის გამო დღეს გაუქმდა მცხეთობა–სვეტიცხოვლობის დღესასწაულის გასართობი პროგრამა, ასევე სხვა ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0