https://sputnik-georgia.com/20221014/qartuli-ocneba-evropeli-socialistebis-rezoluciit-kmayofilia-271352278.html
„ქართული ოცნება“ ევროპელი სოციალისტების რეზოლუციით კმაყოფილია
„ქართული ოცნება“ ევროპელი სოციალისტების რეზოლუციით კმაყოფილია
Sputnik საქართველო
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც... 14.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-14T23:53+0400
2022-10-14T23:53+0400
2022-10-14T23:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
გერმანია
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425539_0:82:761:510_1920x0_80_0_0_71defe2bab8e8ced24313e8a07ab5e02.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროპელი სოციალისტების პარტიის საერთაშორისო კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელშიც პარტია მხარს უჭერს ქვეყნის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პერსპექტივას, - განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესზე მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ პარტია მხარს უჭერს ევროკავშირის მზადყოფნას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.1 ივლისიდან მმართველი პარტია სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.ნიკოლოზ სამხარაძე: სააკაშვილს არ შეიძლება ეწოდოს პოლიტპატიმარი >>ოპოზიციის დანარჩენი ნაწილმა შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425539_0:70:761:641_1920x0_80_0_0_252c2d5e5f03828fb017e8caea102f43.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, გერმანია , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, გერმანია , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
„ქართული ოცნება“ ევროპელი სოციალისტების რეზოლუციით კმაყოფილია
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროპელი სოციალისტების პარტიის საერთაშორისო კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელშიც პარტია მხარს უჭერს ქვეყნის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პერსპექტივას, - განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესზე მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ პარტია მხარს უჭერს ევროკავშირის მზადყოფნას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მიიღეს რეზოლუცია, სადაც ხაზი გაესვა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას და არის პირდაპირი მოწოდება ევროპული სტრუქტურების მიმართ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია, ევროპული პოლიტიკური ოჯახის მხარდაჭერა“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
1 ივლისიდან მმართველი პარტია სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.
ოპოზიციის დანარჩენი ნაწილმა შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.