https://sputnik-georgia.com/20221013/msoflio-banki-gaagrzelebssaqartvelos-daxmarebas-soflis-meurneobasi-271290435.html
მსოფლიო ბანკი სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით საქართველოს დახმარებას განაგრძობს
მსოფლიო ბანკი სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით საქართველოს დახმარებას განაგრძობს
Sputnik საქართველო
ახალი პროექტი ითვალისწინებს ინვესტიციებს ირიგაციის სექტორში, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებაში. 13.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-13T10:26+0400
2022-10-13T10:26+0400
2022-10-13T15:48+0400
მსოფლიო ბანკი
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23359/50/233595055_0:235:3000:1923_1920x0_80_0_0_a7e7403f6c40c2b25344c26b63812db3.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში უახლოეს მომავალში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაიწყება ახალი პროექტი „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციის და მიწის პროექტი“ (GRAIL), იუწყება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ინვესტიციებს ირიგაციის სექტორში, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებაში.საქართველოში მსოფლიო ბანკთან ერთობლივად მიმდინარე პროექტები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა ბანკის მისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.ხანიშვილის თქმით, პროექტი GRAIL კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სტაბილური განვითარებისთვის.შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ქვეყანაში მიღწეული პროგრესი, მათ შორის, საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების (GILMDP) პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგების გათვალისწინებით.მსოფლიო ბანკი გააგრძელებს საქართველოში რეფორმების მხარდაჭერას>>მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს COVID-19-თან ბრძოლაში ეხმარება და ლიდერ პარტნიორად მიიჩნევა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში, ასევე ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით.საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. მას შემდეგ ბანკმა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ასზე მეტი პროექტის დასაფინანსებლად დაახლოებით 4,3 მილიარდი დოლარის შეღავათიანი კრედიტები და სესხები გამოუყო.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23359/50/233595055_62:0:2938:2157_1920x0_80_0_0_329e5fdba41e916e03dac7c491bfc8b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო ბანკი , ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
მსოფლიო ბანკი , ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
მსოფლიო ბანკი სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით საქართველოს დახმარებას განაგრძობს
10:26 13.10.2022 (განახლებულია: 15:48 13.10.2022) ახალი პროექტი ითვალისწინებს ინვესტიციებს ირიგაციის სექტორში, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებაში.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში უახლოეს მომავალში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაიწყება ახალი პროექტი „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციის და მიწის პროექტი“ (GRAIL), იუწყება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ინვესტიციებს ირიგაციის სექტორში, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებაში.
საქართველოში მსოფლიო ბანკთან ერთობლივად მიმდინარე პროექტები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა ბანკის მისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.
სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს პროექტის „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ (GILMDP) შედეგები და პროექტ GRAIL-ის რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ხანიშვილის თქმით, პროექტი GRAIL კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სტაბილური განვითარებისთვის.
შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ქვეყანაში მიღწეული პროგრესი, მათ შორის, საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების (GILMDP) პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგების გათვალისწინებით.
მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს COVID-19-თან ბრძოლაში ეხმარება და ლიდერ პარტნიორად მიიჩნევა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში, ასევე ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით.
საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. მას შემდეგ ბანკმა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ასზე მეტი პროექტის დასაფინანსებლად დაახლოებით 4,3 მილიარდი დოლარის შეღავათიანი კრედიტები და სესხები გამოუყო.