https://sputnik-georgia.com/20220825/msoflio-banki-gaagrzelebs-saqartvelosi-reformebis-mxardaweras-269777367.html
მსოფლიო ბანკი გააგრძელებს საქართველოში რეფორმების მხარდაჭერას
მსოფლიო ბანკი გააგრძელებს საქართველოში რეფორმების მხარდაჭერას
Sputnik საქართველო
წელს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის 30 წლის იუბილე აღინიშნება.
2022-08-25T23:55+0400
2022-08-25T23:55+0400
2022-08-25T23:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
მსოფლიო ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/19/269774848_0:58:1281:778_1920x0_80_0_0_f180bccae8e520c206b4cc11129853f6.jpg
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს ბანკის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რომელიც თბილისში გაიმართა. ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.უწყების ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსსა და მსოფლიო ბანკის პროგრამების ახალ ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში, მიგელ ედუარდო სანჩეს მარტინს შეხვდა.ფინანსთა მინისტრმა სებასტიან მოლინეუსს მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი დახმარების გამო, ასევე იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს ქვეყანას მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში.წელს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის 30 წლის იუბილე აღინიშნება. მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას.მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ეხმარება საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში, ეკონომიკის აღდგენის პროცესში და ითვლება ლიდერ პარტნიორად ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში.საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. მას შემდეგ მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 100-ზე მეტი პროექტის დასაფინანსებლად შეღავათიანი კრედიტისა და სესხის სახით 4,3 მილიარდამდე დოლარი გამოყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/19/269774848_0:0:1037:778_1920x0_80_0_0_79d4c7aab56090645ed242200e29b4a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო ბანკი საქართველო რეფორმების მხარდაჭერა
მსოფლიო ბანკი საქართველო რეფორმების მხარდაჭერა
მსოფლიო ბანკი გააგრძელებს საქართველოში რეფორმების მხარდაჭერას
23:55 25.08.2022 (განახლებულია: 23:57 25.08.2022) წელს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის 30 წლის იუბილე აღინიშნება.
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს ბანკის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რომელიც თბილისში გაიმართა. ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსსა და მსოფლიო ბანკის პროგრამების ახალ ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში, მიგელ ედუარდო სანჩეს მარტინს შეხვდა.
ფინანსთა მინისტრმა სებასტიან მოლინეუსს მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი დახმარების გამო, ასევე იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს ქვეყანას მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში.
წელს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის 30 წლის იუბილე აღინიშნება. მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას.
მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ეხმარება საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში, ეკონომიკის აღდგენის პროცესში და ითვლება ლიდერ პარტნიორად ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში.
საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. მას შემდეგ მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 100-ზე მეტი პროექტის დასაფინანსებლად შეღავათიანი კრედიტისა და სესხის სახით 4,3 მილიარდამდე დოლარი გამოყო.