https://sputnik-georgia.com/20221013/dakavebulia-qurdul-samkaros-otxi-piri-mat-shoris-jojika-da-mavne-271320079.html
დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ოთხი პირი, მათ შორის „ჯოჯიკა" და „მავნე"
დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ოთხი პირი, მათ შორის „ჯოჯიკა" და „მავნე"
Sputnik საქართველო
დაკავებულებს სამიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 13.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-13T19:18+0400
2022-10-13T19:18+0400
2022-10-15T22:39+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24020/81/240208173_0:114:2206:1355_1920x0_80_0_0_16ec2881cb004c6edc1fdabeb230de58.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ოთხი პირი თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, სამი პირი (მათ შორის მეტსახელად „ჯოჯიკა“ და „მავნე“) „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და ჯგუფურად ჩადენილი ცემის ბრალდებით არიან დაკავებული, ხოლო მეოთხე პირს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება.გამოძიების მიხედვით, ორი ბრალდებული „კანონიერ ქურდ“ ოთარ კვარაცხელიას (მეტსახელად „კიმო“) დავალებით ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის თანამფლობელებს საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მფარველობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მათგან გარკვეულ თანხას იღებდნენ.გარკვეული პერიოდის შემდეგ ბიზნესმენებმა შეწყვიტეს კრიმინალური ავტორიტეტებისთვის თანხის გადახდა, რის გამოც მათ შორის დავა წარმოიშვა. ბრალდებულებმა თბილისში ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს, რა დროსაც „ჯოჯიკამ“ და კვარცხელიას ძმამ ერთ-ერთ მოდავე ბიზნესმენს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ბრალდებულებმა სამშენებლო კომპანიის ერთ-ერთ თანამფლობელს მოსთხოვეს თავისი წილის ნახევრის „ჯოჯიკას“ სახელზე გადაფორმება, ხოლო მეორე ბიზნესმენს დააკისრეს 54 ათასი აშშ დოლარის გადახდა და ასევე მის საკუთრებაში არსებული ბინის და კომერციული ფართის გადაცემა, რისთვისაც რამდენიმე დღე განუსაზღვრეს.პოლიციამ ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, ცეცხლსასროლი იარაღი, 8.640 აშშ დოლარი, BMW-ს მარკის ავტომანქანა და ნარკოტიკული საშუალება.„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, ჯგუფურად ჩადენილ ცემის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა, 223-ე პრიმა, 126-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24020/81/240208173_125:0:2082:1468_1920x0_80_0_0_e83563e8efb5be52839fe8bc51deb705.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ოთხი პირი, მათ შორის „ჯოჯიკა" და „მავნე"
19:18 13.10.2022 (განახლებულია: 22:39 15.10.2022) დაკავებულებს სამიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ოთხი პირი თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამი პირი (მათ შორის მეტსახელად „ჯოჯიკა“ და „მავნე“) „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და ჯგუფურად ჩადენილი ცემის ბრალდებით არიან დაკავებული, ხოლო მეოთხე პირს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება.
გამოძიების მიხედვით, ორი ბრალდებული „კანონიერ ქურდ“ ოთარ კვარაცხელიას (მეტსახელად „კიმო“) დავალებით ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის თანამფლობელებს საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მფარველობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მათგან გარკვეულ თანხას იღებდნენ.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ბიზნესმენებმა შეწყვიტეს კრიმინალური ავტორიტეტებისთვის თანხის გადახდა, რის გამოც მათ შორის დავა წარმოიშვა. ბრალდებულებმა თბილისში ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს, რა დროსაც „ჯოჯიკამ“ და კვარცხელიას ძმამ ერთ-ერთ მოდავე ბიზნესმენს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ბრალდებულებმა სამშენებლო კომპანიის ერთ-ერთ თანამფლობელს მოსთხოვეს თავისი წილის ნახევრის „ჯოჯიკას“ სახელზე გადაფორმება, ხოლო მეორე ბიზნესმენს დააკისრეს 54 ათასი აშშ დოლარის გადახდა და ასევე მის საკუთრებაში არსებული ბინის და კომერციული ფართის გადაცემა, რისთვისაც რამდენიმე დღე განუსაზღვრეს.
პოლიციამ ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, ცეცხლსასროლი იარაღი, 8.640 აშშ დოლარი, BMW-ს მარკის ავტომანქანა და ნარკოტიკული საშუალება.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, ჯგუფურად ჩადენილ ცემის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა, 223-ე პრიმა, 126-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.