აჭარაში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2022
გამოწერა
უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა კაცი მამასთან ერთად საკუთარ ეზოში ხეს ჭრიდა.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ხელვაჩაურში 34 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა კაცი მამასთან ერთად საკუთარ ეზოში ხეს ჭრიდა. ამ დროს მამაკაცი შემთხვევით მაღალი ძაბვის სადენს შეეხო.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ყველა ახალი ამბავი
0