https://sputnik-georgia.com/20221012/tsu-studentebma-aqcia-gamartes-271276676.html
„სისტემური ცვლილებები გვჭირდება": თსუ-ის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს
„სისტემური ცვლილებები გვჭირდება": თსუ-ის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს
Sputnik საქართველო
სტუდენტების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, საპროტესტო აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. 12.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-12T18:00+0400
2022-10-12T18:00+0400
2022-10-12T21:58+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266365474_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_278cebee6b80c2575d60ba8bcd86c741.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა დღეს საპროტესტო აქცია გამართა და რექტორის არჩევის წესის ცვლილება მოითხოვა.თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ პოსტი 7 ოქტომბერს დატოვა. მან აკადემიურ საბჭოს რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე უკვე მიმართა.დადგენილი წესის თანახმად, რექტორს აკადემიური საბჭო ირჩევს ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით ოთხი წლის ვადით.სტუდენტების განცხადებით, უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები სინამდვილეში ფიქტიურია და პროფესორების ნაცვლად მას მმართველი პარტია ნიშნავს. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი რექტორის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატურად ისტორიკოსი ჯაბა სამუშია განიხილება. გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გუშინ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გეგმავს თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობას.განათლების სამინისტრო: თსუ-ის რექტორის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი არ განიხილება>>>აქციის მონაწილეების თქმით, ახალი რექტორის დანიშვნამდე უნდა დაინიშნოს თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე არჩევნები 20 ოქტომბერს გაიმართება.სტუდენტების ნაწილი ასევე მოითხოვს აკადემიური საბჭოს დაშლას. მათი აზრით, რექტორის არჩევის პროცესში უნდა მონაწილეობდეს არა აკადემიური საბჭოს წევრი 38 ადამიანი, არამედ თსუ-ის ყველა პროფესორი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266365474_455:0:3186:2048_1920x0_80_0_0_f7d5ef6875d055b16b4d1430b7f94a3d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
„სისტემური ცვლილებები გვჭირდება": თსუ-ის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს
18:00 12.10.2022 (განახლებულია: 21:58 12.10.2022) სტუდენტების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, საპროტესტო აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა დღეს საპროტესტო აქცია გამართა და რექტორის არჩევის წესის ცვლილება მოითხოვა.
თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ პოსტი 7 ოქტომბერს დატოვა. მან აკადემიურ საბჭოს რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე უკვე მიმართა.
დადგენილი წესის თანახმად, რექტორს აკადემიური საბჭო ირჩევს ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით ოთხი წლის ვადით.
„ჩვენ ვხედავთ არა პერსონალურ პრობლემას, არამედ სისტემურ გაუმართაობას. სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს სურთ, უნივერსიტეტში მოვიდეს ის რექტორი, რომელიც მათ ინტერესებს გაატარებს. თსუ-ში ყველა რექტორს არალეგიტიმურად ვცნობთ, რადგან ჩვენ სისტემური ცვლილებები გვჭირდება. რექტორის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს", – განაცხადა „მაისის სტუდენტური მოძრაობის" წარმომადგენლმა საბა ქერქაძემ.
სტუდენტების განცხადებით, უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები სინამდვილეში ფიქტიურია და პროფესორების ნაცვლად მას მმართველი პარტია ნიშნავს.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი რექტორის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატურად ისტორიკოსი ჯაბა სამუშია განიხილება. გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გუშინ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გეგმავს თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობას.
აქციის მონაწილეების თქმით, ახალი რექტორის დანიშვნამდე უნდა დაინიშნოს თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე არჩევნები 20 ოქტომბერს გაიმართება.
სტუდენტების ნაწილი ასევე მოითხოვს აკადემიური საბჭოს დაშლას. მათი აზრით, რექტორის არჩევის პროცესში უნდა მონაწილეობდეს არა აკადემიური საბჭოს წევრი 38 ადამიანი, არამედ თსუ-ის ყველა პროფესორი.