https://sputnik-georgia.com/20221011/ganatlebis-saministro-tsus-reqtoris-tanamdebobaze-mixeil-chxenkeli-ar-ganixileba-271230215.html
განათლების სამინისტრო: თსუ-ის რექტორის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი არ განიხილება
განათლების სამინისტრო: თსუ-ის რექტორის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი არ განიხილება
Sputnik საქართველო
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე არჩევნები 20 ოქტომბერს გაიმართება. 11.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-11T14:41+0400
2022-10-11T14:41+0400
2022-10-11T21:23+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24217/95/242179570_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_7312cce5ae9716aa6a3ed7daf33dd454.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი არ განიხილება. ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ პოსტი 7 ოქტომბერს დატოვა. მან აკადემიურ საბჭოს რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე უკვე მიმართა.გუშინ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი რექტორის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატურად ისტორიკოსი ჯაბა სამუშია განიხილება.რექტორის არჩევის წესთან დაკავშირებით „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა 12 ოქტომბრიდან საპროტესტო აქციები დაანონსეს. სტუდენტები რექტორის არჩევის წესის ცვლილებას მოითხოვენ.დადგენილი წესის თანახმად, რექტორს აკადემიური საბჭო ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით ოთხი წლის ვადით ირჩევს.სტუდენტების განცხადებით, უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები სინამდვილეში ფიქტიურია და პროფესორების ნაცვლად მას მმართველი პარტია ნიშნავს. მათი თქმით, ახალი რექტორის დანიშვნამდე უნდა დაინიშნოს თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.თსუ-ის სტუდენტების ნაწილი საპროტესტო აქციებს აანონსებს>>>რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე არჩევნები 20 ოქტომბერს გაიმართება.სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტის სათავეში უნდა იდგნენ დემოკრატიული გზით არჩეული მეცნიერები, რომლებიც იზრუნებენ მეცნიერების განვითარებაზე, სტუდენტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრასა და განათლების ხელმისაწვდომობაზე.სტუდენტების ნაწილი მოითხოვს აკადემიური საბჭოს დაშლას და რექტორის არჩევის წესის შეცვლას. მათი აზრით, რექტორის არჩევის პროცესში უნდა მონაწილეობდეს არა აკადემიური საბჭოს წევრი 38 ადამიანი, არამედ თსუ-ის ყველა პროფესორი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24217/95/242179570_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_c785e09b1493b2d8014b2f71853773ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
განათლების სამინისტრო: თსუ-ის რექტორის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი არ განიხილება
14:41 11.10.2022 (განახლებულია: 21:23 11.10.2022) რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე არჩევნები 20 ოქტომბერს გაიმართება.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი არ განიხილება. ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ პოსტი 7 ოქტომბერს დატოვა. მან აკადემიურ საბჭოს რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე უკვე მიმართა.
გუშინ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი რექტორის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატურად ისტორიკოსი ჯაბა სამუშია განიხილება.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არ აპირებს არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში და სამომავლოდ არც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
რექტორის არჩევის წესთან დაკავშირებით „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა 12 ოქტომბრიდან საპროტესტო აქციები დაანონსეს. სტუდენტები რექტორის არჩევის წესის ცვლილებას მოითხოვენ.
დადგენილი წესის თანახმად, რექტორს აკადემიური საბჭო ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით ოთხი წლის ვადით ირჩევს.
სტუდენტების განცხადებით, უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები სინამდვილეში ფიქტიურია და პროფესორების ნაცვლად მას მმართველი პარტია ნიშნავს. მათი თქმით, ახალი რექტორის დანიშვნამდე უნდა დაინიშნოს თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე არჩევნები 20 ოქტომბერს გაიმართება.
სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტის სათავეში უნდა იდგნენ დემოკრატიული გზით არჩეული მეცნიერები, რომლებიც იზრუნებენ მეცნიერების განვითარებაზე, სტუდენტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრასა და განათლების ხელმისაწვდომობაზე.
სტუდენტების ნაწილი მოითხოვს აკადემიური საბჭოს დაშლას და რექტორის არჩევის წესის შეცვლას. მათი აზრით, რექტორის არჩევის პროცესში უნდა მონაწილეობდეს არა აკადემიური საბჭოს წევრი 38 ადამიანი, არამედ თსუ-ის ყველა პროფესორი.